რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დღეს რუსთავში კათოლიკური ეკლესია გაიხსნა

დღეს რუსთავში კათოლიკური ეკლესია გაიხსნა

ქალაქ რუსთავში დღეს „გულმოწყალე იესოს“ სახელობის კათოლიკური ტაძარი გაიხსნა. ტაძრის გახსნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, ვატიკანის ელჩი საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტაძრის კურთხევის საზეიმო მსახურება ამიერკავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და კათოლიკე მღვდელმსახურებმა შეასრულეს.

მსახურების დასრულების შემდგომ ეპისკოპოსმა პაზოტომ შეკრებილ საზოგადოებასა და მრევლს სიტყვით მიმართა, მან მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს ტაძრის მშენებლობის საქმეში გაწეული ძალისხმევისათვის.

მრევლისა და საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა ვატიკანის ელჩი საქართველოში, მონსინიორ ჟოზეაველინო ბენატკური. მან დამსწრე საზოგადოებას პაპ პრანცისკეს მოკითხვა და ლოცვა კურთხევა გადმოსცა. ელჩმა დღევანდელი ტაძრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს მისი უშუალო ძალისხმევისა და ჩართულობისათვის.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახლმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, მან რუსთავის კათოლიკე მრევლს ტაძრის გახსნა მიულოცა. ზაზა ვაშაყმაძემ გაიხსენა პაპი ფრანცისკეს მიერ ნაკურთხი სიმბოლური ქვის მშენებარე ტაძრის კედელში საზეიმოდ ჩადგმის დღე. მისი განცხადებით დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კათოლიკურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას - „დღეს რუსთავის კათოლიკური ეკლესიის გახსნა არის დასტური იმისა,თუ როგორ ხდება ურთიერთ-თანამშრომლობისა და დიალოგის გზით, სააგენტოსა და რელიგიური ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობით იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ამ სფეროში შეიძლება არსებობდეს.“ 


უკან