რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დღეს ქუთაისში ტრენინგი

დღეს ქუთაისში ტრენინგი "ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა" გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ. ფარგლებში. დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ხუთი სემინარის შემდგომ სააგენტოს თანამშრომლები ქ.ქუთაისში  იმყოფებიან და იმერეთის რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

1 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა".  

ლექცია თემაზე - „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კონკორდატი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, ფუნქციები და საქმიანობა“ - წაიკითხა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მთავარმა იურისტმა ვალერიან ლილუაშვილმა; საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სერგო ფარულავა; თემაზე - რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით - ლექცია წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით დავითაშვილმა. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად,  სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.

ტრეინინგის მეექვსე სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქ.ქუთაისისა და ადგილობრივი რეგიონალური სამმართველოების დეტექტივ-გამომძიებლები,  კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის  50 თანამშრომელი.

ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ. ფარგლებში, ტრენინგები გრძელდება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. 


უკან