რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დღეს მარიამობა აღინიშნება

დღეს მარიამობა აღინიშნება

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღმრთისმშობლის მიძინებას - მარიამობას ზეიმობს, იგი თორმეტ უდიდეს დღესასწაულის სიაში შედის. გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში მიიძინა. მიძინების შესახებ მას, წინასწარ, სამი დღით ადრე ეუწყა ანგელოზისგან. დედა ღვთისამ უფალს შესთხოვა, მიცვალებამდე კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად წასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ. 

ღვთისმშობლის ანდერის თანახმად, მოციქულებმა მისი წმინდა სხეული გეთსემანიის ბაღში დაკრძალეს. საქართველოში ღვთისმშობელთან დაკავშირებულ დღესასწაულებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რადგან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრადაა მიჩნეული.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღესასწაულს, ერთობას სიყვარულსა და წინსვლას უსურვებს მათ

 


უკან