რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დღეს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი აღინიშნება

დღეს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი აღინიშნება

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის დღეა. საქართველოს უახლეს ისტორიაში პატრიარქს გამორჩეული როლი აკისრია, განსაკუთრებით - დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ მოვლენას არ ჩაუვლია პატრიარქის უშუალო მონაწილეობის გარეშე. განუზომელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს მას.


უკან