რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დღეს გიორგობა აღინიშნება

დღეს გიორგობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  დღეს დიდი  წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ქართველთათვის გამორჩეული წმინდანი - დიდმოწამე გიორგი  საქართველოს მფარველად ითვლება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ.  მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ომში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს.


უკან