რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დღეს დავითობა აღინიშნება

დღეს დავითობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, იყალთო და გელათი, დიდი საბრძოლო გამარჯვებები მათ შორის - ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

ამ დღეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა უკავშირდება: 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ერთიან, განათლებულ, ბედნიერ საქართველოს გისურვებთ.


უკან