რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დავუდ ზარე: „მადლობა საქართველოს მთავრობას მუსლიმური თემის მიმართ შემუშავებული პოლიტიკისათვის“

დავუდ ზარე: „მადლობა საქართველოს მთავრობას მუსლიმური თემის მიმართ შემუშავებული პოლიტიკისათვის“

დავუდ ზარე: „მადლობა საქართველოს მთავრობას მუსლიმური თემის მიმართ შემუშავებული პოლიტიკისათვის“

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლის, დავუდ ზარეს წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია:„საჭიროდ მივიჩნევ, რომ მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ ქვეყნის მუსლიმური თემის მიმართ შემუშავებული პოლიტიკისათვის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში არსებული რელიგიური თავისუფლება და მშვიდობიანი თანაცხოვრების წესი ცოტა ქვეყანაში თუ შეინიშნება. მოხარული ვარ, რომ მიწევს ისეთ ქვეყანაში მუშაობა, სადაც ხელისუფლება ზრუნავს იქ მცხოვრებ მუსლიმებზე, მიუხედავად იმისა, რომ იქ უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენენ. ამასთან, ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის ქმედებას და მოძრაობას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა რელიგიებისა და აღმსარებლობის ერთიანობის წინააღმდეგ“.


უკან