რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ბათუმში ტრენინგი - „ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“ გაიმართა

ბათუმში ტრენინგი - „ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“ გაიმართა

დღეს ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მოეწყო ტრენინგი „სასულიერო პირების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით“.

ტრენინგი 2018-20 წწ.  ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამ ეტაპად ქ.ბათუმში იმართება და მასში რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას. ტრენინგი მომავალში ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

დღევანდელ სემინარს დაესწრნენ: საქართველოს მუსლიმი თემის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სახარების რწმენის ეკლესიის, და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სასულიერო პირები ეპისკოპოსები და წარმომადგენლები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, უნივერსიტეტის რექტორი   -  მერაბ ხალვაში.

სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგის ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ეროვნული კანონდმებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლება ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოგვარებისათვის.


უკან