რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

5 და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  ბათუმსა და თბილისში  წმიდა მუჰამედ  და ისა  (იესო) შუამავლების  მოვლინების   დღე საზეიმოდ აღნიშნა

5 და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ბათუმსა და თბილისში წმიდა მუჰამედ და ისა (იესო) შუამავლების მოვლინების დღე საზეიმოდ აღნიშნა

5  და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  ბათუმსა და თბილისში  წმიდა მუჰამედ  და ისა  (იესო) შუამავლების  მოვლინების   დღე საზეიმოდ აღნიშნა.

 თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  საინფორმაციო და ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და სხვა ხელმძღვანელი პირები, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აბას თალებიფარი, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს მუფტი  ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე, სრულიად საქართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი იასინ ალიევი, სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილე ჰაჯი ადამ შანთაძე და სხვა მუსლიმი სასულიერო ლიდერები.  

 სრულიად საქართველოს  მუსლიმთა შეიხმა  რამინ იგიდოვმა ისაუბრა მუსლიმებისათვის ამ განსაკუთრებული სიწმიდის დღესასწაულთან დაკავშირებით.  სიტყვით გამომსვლელებმა  გაიხსენეს  მუჰამედ და ისა  შუამავლების ცხოვრება და ღვაწლი,   მათი ქვეყნად მოვლინების თარიღი წელს ერთ თვეში აღინიშნება.

ამასთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილე ყველა სტუმარმა ერთხმად დაგმო 7 იანვარს პარიზში სატირული  ჟურნალის  Charlie Hebdo –ს რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული  აქტი.  ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავს ვანდალურ ქმედებებს ისლამთან საერთო არაფერი აქვს. თავის გამოსვლაში ამ საკითხს შეეხო რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარეც, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები  ყველა მშვიდობისმოყვარე  ქვეყნის ტკივილია და სრულიად შეუთავსებელია ჩვენი ტრადიციებისა და რწმენისათვის,  ჩვენი  ქვეყნის ინტერესებისა და  ფუნდამენტური ღირებულებებისათვის. დემოკრატიის პრინციპები და ფასეულობები, მათ შორის, სიტყვისა და პრესის თავისუფლება არის უზენაესი, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული. მთელი ცივილიზებული საზოგადოება წარმატებით შეძლებს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას  და ხელშესახები შედეგების მიღებას,  თუ დაივიწყებს სიძულვილის ენას.  ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის საკითხთა სააგენტოს სახელით მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადა ფრანგ ხალხს.   

 


უკან