რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

2017-20 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის წარდგენა

2017-20 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის წარდგენა

2017 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო  ინტეგრაციის კომიტეტის 2017-20 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია შედგა სასტუმრო „ქორთიართ-მერიოტში“. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის,   ასევე,  საზოგადოების წარმომადგენლები.  

 სტრატეგია ეხება ადამიანის უფლებათა მექანიზმების გაძლიერებას, განსაკუთრებით სოციალური და ეკონომიური კუთხით.

მომხსენებელი -  ქალბატონი სოფო კილაძე, საქართველოში  რელიგიის თავისუფლების თემასაც შეეხო.  „რელიგიური თავისუფლების თემა და ადამიანის რელიგიური უფლებები ერთერთი უმნიშვნელოვანესი  თემაა ადამიანის უფლებათა მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, ქართული სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს  ჩვენი მოქალაქეების რელიგიური უფლებები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა რელიგიური თავისუფლების დაცვის თემა ჩვენს სახელმწიფოში“, -აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

პრეზენტაციას  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე- ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდა.


უკან