რწმენა თავისუფლების აქტია!

მისია

   რწმენა თავისუფლების აქტია!

 

 

მისია

  1. მრავალ ეთნიკურ და მრავალ რელიგიურ გარემოში  ისტორიულ გამოცდილებისა და საერთაშორისოდ   აღიარებული ნორმების  გათვალისწინებით  თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა.

 

ხედვა

 

  1.  სახელმწიფოსათვის რეკომენდაციების მომზადების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ  რელიგიურ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებთან, სამოქალაქო სექტორთან. საჭიროების შემთხვევაში ვქმნით მუდმივმოქმედ სათათბიროსა და დროებით საბჭოებს.
  2.  შევიმუშავებთ სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებს რელიგიის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
  3. ხელს ვუწყობთ  საზოგადოებრივ ცნობიერებაში შემდეგი პრინციპის დამკვიდრებას – რწმენა თავისუფლების აქტი და თითოეული ადამიანის შინაგანი არჩევანია
  4. მუდმივად ვსწავლობთ და ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობებს რელიგიის სფეროში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიურ რეკომენდაციებს.
  5. ქვეყანაში მიმდინარე რელიგიური პროცესებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავებთ მექანიზმებს რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტის რისკების თავიდან ასაცილებლად.
  6. ხელს  ვუწყობთ  ისეთი საინფორმაციო ველის შექმნას, რომელიც განაპირობებს  გაუცხოების დაძლევას საზოგადოებასა და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს  შორის.

 

 


უკან