რწმენა თავისუფლების აქტია!

მემორანდუმები

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმავლადიმერ პაპავამ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს ხელი. 

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავასგანცხადებით, თსუ-სა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, არამედ სტუდენტთა ჩართვას  რელიგიათა  ისტორიის ღრმად შესწავლაში.“
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახალშექმნილი სტრუქტურაა. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო თავის პირველ ხელშეკრულებას სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფორმებს. სააგენტო, როგორც სამეცნიერო-კვლევით, ასევე სასწავლო პროგრამებისა და ანალიტიკური კუთხით რეკომენდაციებს გასცემს. ყოველივე ეს კი გამოადგება ხელისუფლებას რელიგიის პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების საქმეში. უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები არსებული პრობლემის შესწავლა-გაანალიზებისა და რეკომენდაციების გაწერის კუთხით,“- აღნიშნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ რელიგიათა მეცნიერულ შესწავლას და საქართველოს სახელმწიფოს მწყობრი რელიგიური პოლიტიკის შემუშავებას: განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო,  და კვლევით პროექტებსა და პროგრამებს საზოგადოების რელიგიური განწყობების შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად; განახორციელებენ დაინტერესებული ჯგუფების, მათ შორის, სააგენტოს თანამშრომლებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის,  ერთობლივ სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებს; ითანამშრომლობენ უნივერსიტეტთან არსებული ცენტრის მიერ რელიგიათ მცოდნეობის, რელიგიისა და პოლიტიკის, რელიგიის სამართლის აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო-თეორიული ლიტერატურის შემუშავების საქმეში და სხვა.

 


უკან