რწმენა თავისუფლების აქტია!

მემორანდუმები

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდთან

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა

და

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს (იუნისეფი)

შორის

 

საქართველო  ქ. თბილისი                                                                                                                                                                           9 აგვისტო, 2019 წელი

 

 

ერთის მხრივ, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში –  სააგენტო) წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის მიერ, და მეორეს მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი საქართველოში (შემდგომში – იუნისეფი)  წარმოდგენილი მისი წარმომადგენლის  - ღასან ხალილის მიერ, ამ მემორანდუმის გაფორმებით გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს.

 

            1. მემორანდუმის საგანი

1.1 თავიანთ საქმიანობაში, ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით და ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით, მხარეები შეთანხმდნენ   შემდეგზე: მემორანდუმის საგანია ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციის და დაცვის ხელშეწყობა რელიგიური დენომინაციების  ჩართულობითა და მათთან თანამშრომლობის გზით და ამ მიმართულებით მხარეთა ურთიერთანამშრომლობის გაძლიერება.  

         2. მხარეთა განზრახულობა

2.1 მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ შემდეგ საკითხებზე:

ა) ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით რელიგიურ ლიდერებთან თანამშრომლობის დამყარება;

ბ)  ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით თემატური შეხვედრების ორგანიზება, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ

 

 

ინტერრელიგიურ სათათბიროში სხვადასხვა რელიგიური დენომინაციების მონაწილეობით;

გ) ბავშვის უფლებათა შესახებ რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლება და ბავშვის უფლებათა დაცვის საქმეში მათი როლის გაზრდის ხელშეწყობა;

დ)  რელიგიურ დენომინაციებისთვის  ბავშვის უფლებებზე ერთობლივი ტრენინგების,  სემინარების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება; 

2.2 მხარეთა შეთანხმებისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე  რელიგიური დენომინაციებისათვის ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის სფეროში ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედგენა.

         3. მემორანდუმის მოქმედების ვადა

3.1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე წერილობით არ მოითხოვს მის შეწყვეტას.

3.2 წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული საქმიანობის შეფასება ხდება მხარეთა მიერ, ყოველწლიურად.

3.3 მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მეორე მხარეს უნდა ეცნობოს  წერილობით შეწყვეტამდე  30 კალენდარული დღით ადრე.

3.4. მემორანდუმი შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე ორ-ორ ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.

 

  

 

 


უკან