რწმენა თავისუფლების აქტია!

კანონმდებლობა

საქართველოს მთავრობის განკარგულება N437 2014 წლის 13 მარტი ქ. თბილისი საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

 

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების მომზადება რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოში რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება მიზანშეწონილია განახორციელოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვალის №177 დადგენილებით შექმნილმა სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ;

გ) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციონირებისა და რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა აისახება ამავე კანონით საქართველოს მთავრობის კალცელარიისათვის გათვალისწინებული პროგრამული კოდის ფარგლებში.

2. „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2014 წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა განისაზღვროს 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. (30.10.2014 N1942)

3. დაევალოს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გამოყოფილი თანხის განაწილების პირობები. 

4. დაევალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               ირაკლი ღარიბაშვილი

 


უკან