რწმენა თავისუფლების აქტია!

ანგარიშები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წლიური ანგარიში 2015

საქართველოს მულტიკულტურული და მულტირელიგიური გარემო ქვეყნის განსაკუთრებული მახასიათებელია. რელიგიური მრავალფეროვნება, როგორც ქართული საზოგადოების ფასდაუდებელი სიმდიდრე, თავისთავად ქმნის ტოლერანტული თანაცხოვრების ისტორიულ გამოცდილებას. სწორედ ამ გამოცდილების თანამედროვე პრაქტიკად ქცევა წარმოადგენს სახელმწიფოს მნიშვნელოვან გამოწვევას, რათა მრავალფეროვნება საზოგადოების პროგრესის მუხტად და მშვიდობიანი თანაცხოვრების წესად იქცეს.


რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც უფლებრივი სიკეთე, მრავალფეროვან რელიგიურ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების ძირითადი გარანტიაა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსებით სახელმწიფომ მოახდინა რელიგიური პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაცია, რაც რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების ღია საჯარო პოლიტიკით უზრუნველყოფაში გამოიხატება.


სააგენტო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს კომპეტენტურ ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში.

იხილეთ ფაილი ახალ ფანჯარაში

უკან