რწმენა თავისუფლების აქტია!

ანგარიშები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიში 2014 წლის ივნისი-დეკემბერი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს

ანგარიში

2014 წლის ივნისი-დეკემბერი

 

რწმენა თავისუფლების აქტია!

შინაარსი

პრეამბულა. 2

სიტუაციური ანალიზი. 4

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ნიშანთა სისტემა  7

ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი. 10

საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი. 14

საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები. 16

კონფესიების დაფინანება. 21

რელიგიურ  გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისია. 26

საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015 წლებისთვის) 33

„მოხეს კომისია“. 37

რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა. 40

არასამთავრობო    ორგანიზაციები. 42

საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. 44

რეგიონებთან ურთიერთობა. 52

მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო.. 53

მედია საბჭო.. 54

განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. 56

რელიგიის სააგენტოს საინფორმაციო პოლიტიკა. 61

მენეჯმენტი და ადმინისტრირება. 64

 

 

 

პრეამბულა      

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ქართული სახელმწიფო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა: მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში, დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით,  ქვეყანას დამოუკიდებელი ეთნიკური და რელიგიური პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა. სამოქალაქო ომის, ეთნოკონფლიქტებად წოდებული პოლიტიკური კონფლიქტების, 70 წლიანი ათეისტური იდეოლოგიის  შემდგომ, რელიგიური სისტემების მასშტაბური რესტავრაციისა და გამოცდილების  უკმარობის გამო, არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც ზიანი მიაყენა დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

ამიტომაც, საქართველოს სახელმწიფოს ამოცანად განისაზღვრა ისეთი პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს რელიგიურ ორგანიზაციებს ქვეყანაში განახორციელონ მშვიდობის, ურთიერთსიყვარულისა და სიკეთის მისია, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობას. საქართველოს სახელმწიფომ, პირველად საქართველოს ისტორიაში, წამოიწყო ეროვნულ–სახელმწიფოებრივი პროექტი: კვალიფიციურ პროფესიონალთა თანამონაწილეობით, საქართველოს მთავრობის 2014  წლის 19 თებერვლის 177–ე დადგენილებით, დაფუძნდა სპეციალური ინსტიტუტი- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტო  (დანართი N1).

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკას რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით და სახელმწიფოს სტრატეგიული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს, განვითარებული  დასავლური სახელმწიფოების გამოცდილებათა გაზიარებით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სწორი რელიგიური პოლიტიკის განხორციელებას, საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური შემწყნარებლობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარების, დამკვიდრებასა და პატივისცემას. სახელმწიფო თვლის, რომ დაუშვებელია პოლიტიკაში რელიგიის ჩართვა ისევე, როგორც თავად რელიგიისთვის უნდა იყოს მიუღებელი პოლიტიკური ენის გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად. სახელმწიფო ინსტიტუციურად არის გამიჯნული რელიგიისაგან, მაგრამ ეფუძნება ზოგადსაკაცობრიო ეთიკურ და მორალურ პრინციპებს, რომელიც, იმავდროულად, შესაძლოა, რელიგიურ ღირებულებებსაც წარმოადგენდეს. ამავე პრინციპებს ეყრდნობა განვითარებული დასავლური ცივილიზაციები, სადაც სახელმწიფოში რელიგიის როლის მნიშვნელობა გააზრებულია, როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობის საწინდარი.

რელიგიის სააგენტოს უმთავრესი ფუნქციაა, რელიგიის თავისუფლების საყოველთაო პრინციპებზე დაყრდნობით, დაიცვას ადამიანის რელიგიური უფლებები და ხელი შეუწყოს რელიგიური გაერთიანებების საქმიანობას.

 

 

სიტუაციური ანალიზი

საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლისთვისაც რელიგიათაშორისი  ტოლერანტობა მკვიდრი მოსახლეობის ბუნებრივი თვისებაა. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგია გახლდათ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მართლმადიდებლები შეადგენდნენ. ამავდროულად, ქართულ სახელმწიფოში არაქრისტიანი ქართველების გარდა, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, სხვა ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ. ამ რეალობის შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუციის მისიაა მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში, ისტორიული გამოცდილებისა და საერთაშორისოდ  აღიარებული ნორმების გათვალისწინებით, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

საქართველოს მოსახლეობის რელიგიური კუთვნილების ნიშნით განაწილების ზუსტი მონაცემების მოპოვება რთულია. მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს:

  • მართლმადიდებელი - 3 666 233 (83,9%), 
  • კათოლიკე - 34 727 (0,8%),
  • მუსლიმი - 433 784 (9,9%),
  • სომხური სამოციქულო ეკლესის წევრი - 171 139 (3,9%),
  • იუდეველი - 3 541 (0,1%),
  • სხვა - 33 468 (0,8%),
  • არც ერთი - 28 631 (0,6%).[1]

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ამასთან, აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან (მუხლი 9).  XX საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩნდება შეთანხმების იდეა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. საბოლოოდ, დოკუმენტი ჩამოყალიბდა კონსტიტუციურ შეთანხმებად საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2002 წლის 14 ოქტომბერს. კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ,  საჯარო სამართლის სუბიექტს.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტით - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებით, სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის აღდგა ნდობა და ურთიერთაღიარებისა და ავტონომიურობის პრინციპების დაცვით შედგა ურთიერთთანამშრომლობა.

არსებული რეალობის პირობებში, პირველ რიგში უნდა შესწავლილიყო და გაანალიზებულიყო:

  1. რელიგიის სფეროს მარეგულირებელი მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა;
  2. სასტარტო მდგომარეობა და  პირველი რიგის გადასაწყვეტი ამოცანები (სააგენტოს დებულების შესაბამისად);
  3. მსოფლიოს ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება;
  4. უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სააგენტოს საქმიანობის საინფორმაციო გამჭვირვალობა;
  5. სახელმწიფო კანონმდებლობის სრული დაცვით, უნდა  განხორციელებულიყო ადმინისტრირება და კოორდინირება არა მხოლოდ სააგენტოს შიგნით  (სამსახურებს შორის),  არამედ სახელმწიფო სტრუქტურებსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორისაც.

ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, სააგენტოს სტრუქტურა განისაზღვრა ოთხი სამსახურით:

  1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;
  2. საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური;
  3. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახური;
  4. ადმინისტრაციული  სამსახური.

2014 წლის 2  ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუშაობას შეუდგა.

2014 წლის 9 ივნისს სააგენტომ გამართა პირველი საჯარო გამოსვლა - პრეზენტაცია რელიგიური გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებისა და მედიის წინაშე. ძალზე მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების წინაშე სააგენტოს წარდგენის ფორმა. ამ თვალსაზრისით, პირველი რიგის ამოცანა იყო ნიშანთა იმ სისტემის აგება, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მთავარი ღირებულებების გამომხატველი იქნებოდა.

 

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს

საზოგადოებასთან ურთიერთობის ნიშანთა

სისტემა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა ემსახურება ადამიანის, როგორც უმაღლესი ღირებულების, იდეის დამკვიდრებას, შემწყნარებლობასა და კანონისადმი პატივისცემას.  სწორედ, ეს მიდგომა უნდა განაპირობებდეს ნიშანთა ძირითად სისტემას, რის ირგვლივაც ავაგეთ ბრენდი, ბრენდის ვიზუალური ნაწილი და საქმიანი სტილი.

ბრენდირების სისტემა  ითვალისწინებს რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს ძირითად კონცეპტუალურ ღერძს: სახელმწიფოში ადამიანის  რელიგიურ უფლებათა დაცვის სახელმწიფო-საკანონმდებლო უზრუნველყოფის ფუნქციას.

 

სლოგანი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სლოგანი გამომდინარეობს რელიგიური თავისუფლების კონცეფციიდან და აღწერს როგორც საქართველოს სტატისტიკური მოქალაქის, ისე სააგენტოს საქმიანობის მთავარ სათქმელს – „რწმენა თავისუფლების აქტია!“ თუკი გავითვალისწინებთ სოციო-კულტურულ კონტექსტს, რომელიც ქართულ კულტურას რელიგიური შემწყნარებლობის მიმართ აქვს, სლოგანის შერჩევა მოხდა იმ სემანტიკის გათვალისწინებით, რომლის შინაგან განფენილობასაც შეიცავს  სლოგანის სიტყვათწყობა.  

სლოგანი სამი სხვადასხვა სემანტიკით შეიძლება იქნეს წაკითხული: 1. რიგითი მოქალაქეების  ჰორიზონტალური კომუნიკაცია - ურთიერთუფლებისა და ღირსების აღიარება; 2. ვერტიკალური კომუნიკაცია - შეინარჩუნე ღირსება და ნუ დაარღვევ სხვის უფლებას; 3. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საკუთარი ღირსების საქმედ განიხილავს ნებისმიერი ადამიანის რელიგიურ უფლებას.

ეს მესიჯი ერთდროულად აკავშირებს რამდენიმე სუბიექტს – ნებისმიერ ჩვენგანს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (სტრუქტურული ერთეულის დონეზე) და ყველა იმას, ვისთვისაც სხვისი რელიგიური უფლების აღიარება ღირსების საქმეა.

 

გრაფიკულ ნიშანთა სისტემა

სააგენტოს ლოგოს გრაფიკა აღწერს ნიშნებს, რომელიც სამართალს, დაცულობასა და ღირსებას გამოხატავს.  ასეთებს წარმოადგენს:  დაცულობა - ფარი (ლოგოს ფორმა), ხოლო ღირსება ადამიანის საყრდენია (ლურჯი ფერი).

           

ლოგო

ლოგო  გამოხატავს ქვეყანაში რელიგიურ დინამიკას. იგი უნდა აღნიშნავდეს მფარველობას, იმედს, სამართალს. სხვადასხვა ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობების უფლების გათვალისწინებით, ლოგოში არ უნდა იყოს გამოყენებული ღრმად ეროვნული ან რელიგიური სიმბოლოები. იგი უნდა იყოს თანამედროვე, მაგრამ არა ზედმეტად მარტივი.  ამ პრინციპით შევიმუშავეთ ლოგოს კონცეფცია.

 

საიტის კონცეფცია

საიტი უნდა  ასრულებდეს ინფორმაციული სერვერის ფუნქციას; იგი არის გზამკვლევი მომხმარებლებისთვის თუ პოტენციური მნახველისთვის, რათა სწრაფად და იოლად მოიძიოს ამომწურავი, საჭირო ინფორმაცია. გამომდინარე აქედან, საიტი ინფორმატიულად დატვირთულია და იმავდროულად, ინტერნეტის ნებისმიერი დონის მცოდნისათვის  მარტივად მოსახმარი. 

http://religion.geo.gov.ge/

საიტის ინფორმატიულობა ხელს უწყობს რელიგიის სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებას და როგორც ინდივიდუალური, ისე სახელმწიფო ორგანიზაციების მოზიდვას. ეს ის ტექნოლოგიური ინსტრუმენტებია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებასთან (ქვეყნის შიგნით თუ გარეთ) ურთიერთობის ჰარმონიული პროცესი. ამიტომაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზანი საკმაოდ მკვეთრია, მოსახლეობისათვის ღრმად მგრძნობიარე თემები არ აღმოჩნდეს აცდენილი არტიკულირების იმ სისტემასთან, რომელშიც საზოგადოება ახდენს თვითრეფლექსიას. რა თქმა უნდა, ამჯერადაც, ჩვენი მიზანია სახელმწიფოში ადამიანთა რელიგიური თავისუფლების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა.

 

 

 

ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, რელიგიური უფლებებისა და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში არსებულ რეგულაციებთან მიმართებით, განახორციელა ქართული კანონმდებლობის სრული ანალიზი. შესწავლილი და გაანალიზებული იქნა 75 კანონი და ასობით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (დანართი N2). ამ ნორმების ძირითადი ნაწილი ეხება რელიგიის სფეროში თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვას, რაც ნათლად ასახავს რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფოს სამართლებრივ პოლიტიკას.

გარდა აღნიშნულისა, რელიგიის სფეროს რეგულირების ფუძემდებლურ პრინციპებს აყალიბებს შემდეგი საკანონმდებლო ნორმები:

1. საქართველოს კონსტიტუცია (1995 წ.) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის სამართლებრივი ურთიერთობების საფუძვლებსა და ფორმას (მუხ. 9), ადგენს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას (მუხ. 19) და ადგენს ადამიანთა და მოქალაქეთა თანასწორობას კანონის წინაშე, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა (მუხ. 14, 38).

2. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება (2002 წ.) განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ სტატუსს, მის უფლებებსა და საქართველოს სახელმწიფოსთან სამართლებრივი ურთიერთობების საფუძვლებსა და ფორმას.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წ.) განსაზღვრავს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესსა და პირობებს (მუხ. 1509, 15091).

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსი (2010 წ.), საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, განმარტავს  რელიგიური საქმიანობის შინაარსს (მუხ. 11), რელიგიური ორგანიზაციის შინაარსს (მუხ. 33), რელიგიურ საქმიანობას განმარტავს, არაეკონომიკურ საქმიანობად (მუხ. 9), რელიგიურ გაერთიანებებს ათავისუფლებს ქონების გადასახადისგან (მუხ. 206, 30) და ადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) გარკვეული საქმიანობის სხვადასხვა გადასახადებისგან განთავისუფლების წესს (მუხ. 99, 168), ასევე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ათავისუფლებს საბაჟო კონტროლისაგან (მუხ. 219).

5. საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ (2005 წ.) სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლების დამოუკიდებლობას რელიგიური გაერთიანებებისაგან (მუხ.3), ადგენს ნეიტრალურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპს და კრძალავს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენებას (მუხ. 13); ასევე, კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით განთავსებას და ადგენს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების გარანტიებს  (მუხ. 18).

6. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (2004 წ.) განსაზღვრავს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების არსს (მუხ. 2) და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების წესსა და აკადემიური პროცესის მართვას (თავი IV1, მუხ. 894,895,896), ასევე, განსაზღვრავს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების პროგრამებს (მუხ. 475, 565).

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წ.) რელიგიური კუთვნილების ნიშნით დანაშაულის ჩადენას განსაზღვრავს დამამძიმებელ გარემოებად (მუხ. 53), ხოლო დანაშაულად განსაზღვრავს შემდეგ ქმედებებს: ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი რელიგიისადმი დამოკიდებულების ან აღმსარებლობის ნიშნით (მუხ. 142), ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას (მუხ. 155), ადამიანის დევნას აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (მუხ. 156), რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლას (მუხ. 166), ისეთი რელიგიური გაერთიანების შექმნას, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობას (მუხ. 252) და მძევლად ხელში ჩაგდებას რელიგიური ორგანიზაციის იძულების მიზნით (მუხ. 329).

8. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (2014 წ.), საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, წარმოადგენს რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციაზე რეაგირების დამატებით მექანიზმს. კანონი მოიცავს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის შინაარსს და დისკრიმინაციას განმარტავს, როგორც სუბიექტის არახელსაყრელ მდგომარეობას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა სუბიექტებთან შედარებით, ან არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ სუბიექტთა გათანაბრებას.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ცალკეული ნორმები იცავს რელიგიის თავისუფლებას სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა: სამედიცინო, სასჯელაღსრულების, შრომის,  სამხედრო სამსახურის, სისხლის სამართლის პროცესის, საარჩევნო-პოლიტიკურისა და ა.შ.

საქართველოში არ არსებობს სპეციალური კანონი „რელიგიის შესახებ“,[2] რის გამოც ქართული კანონმდებლობა მოკლებულია ზოგადი ხასიათის სამართლებრივი ნორმების არსებობას. არსებული ნორმები ან კერძო ხასიათისაა და ვერ მოიცავს უფლებებისა და ურთიერთობების მთელ სპექტრს, ან უსისტემოდაა გაბნეული და ვერ ქმნის ერთიან კანონმდებლობას.  შესაბამისად, აუცილებელია  რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის იმგვარი სისტემატიზება, რომ მკაფიოდ იქნას ჩამოყალიბებული სფეროს ორი ძირითადი მიმართულება: 1. ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვის გარანტიები და 2. რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, განიმარტოს ყველა ზოგად სამართლებრივი კატეგორია და განისაზღვროს  სათანადო რეგულაციები; მათ შორის: ადამიანთა და მოქალაქეთა თანასწორობა რელიგიური კუთვნილების მიუხედავად და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა; რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაციის წესი; სამართლებრივი სტატუსები; საქმიანობის წესი; ქონებრივი და ფინანსური საკითხები; რელიგიისა და განათლების საკითხები; რელიგიური წარმომადგენლობა  („კაპელანის ინსტიტუტი“) და სხვა საკითხები.

 

 

საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის

ანალიზი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის N177 დადგენილებით, დამტკიცებული სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის I პუნქტის “დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სააგენტოს უფლებამოსილებად განისაზღვრა რელიგიის სფეროში ევროპის კავშირის ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობათა სისტემებისა და საერთაშორისო, რეგიონული ორგანიზაციების გამოცდილებისა და სტანდარტების კვლევა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურს დაევალა რელიგიის სფეროში ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს  ქვეყნების კანონმდებლობების ზოგადი ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ურთიერთობის ზოგად რეგულაციებთან ერთად, არსებობს სპეციალური კანონები  ევროპის საბჭოს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და მაკედონია. 

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გაანალიზა ზემოთ ჩამოთვლილი  ქვეყნების სპეციალური კანონები. ზოგადი ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სპეციფიური რეგულაციები რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციისა და აღიარების წესის, რეგისტრაციის პირობებისა და  რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოების, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების ფორმებისა და საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლების პირობების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს წევრ რიგ ქვეყნებში კანონით არის განსაზღვრული რელიგიური ორგანიზაციების იერარქია, არსებობს რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო აღიარებისა და რეგისტრაციის წესები და რაც მთავარია, ეს წესები განსხვავებულია; რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრირებულ და აღიარებულ რელიგიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს განსხვავებული უფლება-მოვალეობები ეკისრებათ. ზოგიერთ ქვეყნებში რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი მოიცავს 2 ან 3 საფეხურს, რეგისტრაციის პროცესის ყოველი საფეხური, თავის მხრივ, მოიცავს განსხვავებულ ვალდებულებებს, მათ შორის სარეგისტრაციო სუბიექტის ვალდებულებას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შესახებ (დანართი N3).

 

 

 

საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის N177 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის I პუნქტის თანახმად, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციად განისაზღვრა რელიგიის სფეროში საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების გამოცდილებისა და სტანდარტების კვლევა. რელიგიის თავისუფლების, ასევე, სინდისისა და რწმენის პატივისცემის გარანტიებს უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო და რეგიონულ ინსტრუმენტებში შემდეგი საერთაშორისო და რეგიონული სამართლებრივი ნორმები:

 

1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლი:

„ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; ეს მოიცავს პირის უფლებას, შეიცვალოს რელიგია ან რწმენა და თავისუფლებას, მარტო ან სხვებთან ერთად, საჯაროდ ან კერძოდ, გამოხატოს თავისი რელიგია სწავლების, ღვთისმსახურების, თაყვანისცემის და რელიგიური წესების დაცვის გზით“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა  შესახებ 1966 წლის პაქტის მე-18 მუხლი:

  1. „ყველას უნდა ჰქონდეს აზრის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს პირის უფლებას,  პირადი არჩევნის საფუძველზე ჰქონდეს ან მიიღოს რწმენა და თავისუფლებას მარტო ან სხვებთან ერთად, საჯაროდ ან ჭერქვეშ გამოხატოს საკუთარი რელიგია ან რწმენა თაყვანისცემის, რელიგიური წესებისადმი მორჩილების და სწავლების გზით.
  2. არავინ შეიძლება გახდეს ისეთი მოპყრობის სუბიექტი, რომელიც ზიანს მიაყენებს, შეზღუდავს პირის თავისუფლებას საკუთარი არჩევნის საფუძველზე ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან რწმენა.
  3. რელიგიის ან რწმენის თავისუფლებას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, აუცილებელია საჯარო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, ჯანმრთელობის, მორალის ან სხვათა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
  4. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ მშობელთა და მეურვეთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი აღსაზრდელების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი მრწამსის საფუძველზე“.

 

ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-12 მუხლი:

„სინდისისა და რელიგიის თავისუფლება მოიცავს პირის უფლებას, იქონიოს ან შეიცვალოს რელიგია ან რწმენა და ასევე, იქადაგოს და გაავრცელოს იგი, ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად საჯაროდ ან ჭერქვეშ.“

 

ადამიანთა და ხალხთა აფრიკული ქარტიის მე-8 მუხლი:

„სინდისის, ქადაგების და რელიგიური ღვთისმსახურების აღსრულების თავისუფლება გარანტირებულია. არავის შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვა ამ უფლებებით სარგებლობისას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცი

კონვენციის ორი უმნიშვნელოვანესი დებულება აზრის, სინდისის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას განსაზღვრავს.

პირველი დებულება, მუხლი მე-9:

  1. „ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიის და რწმენის შეცვლას და თავისუფლებას პირადად ან სხვებთან ერთად, საჯაროდ ან ჭერქვეშ გამოხატოს საკუთარი რელიგია ან რწმენა, რელიგიური საკულტო მსახურების, თაყვანისცემის, სწავლების, რელიგიური წესების განხორციელებისა და დაცვის გზით.
  2. რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება საჯარო უსაფრთხოების, საჯარო მართლწესრიგის, ჯანმრთელობის, მორალის ან სხვათა ძირითადი უფლებების დაცვას.“

მეორე დებულება, პირველი  დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი:

„არავის შეიძლება შეეზღუდოს განათლების უფლება. ისეთი ფუნქციების განხორციელებისას, რომელიც დაკავშირებულია სწავლა-განათლებასთან, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მშობელთა უფლებას, თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებებისამებრ აღზარდონ შვილები“.

ამგვარად, აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლება წარმოადგენს ინდივიდუალურ უფლებას, თუმცა, მისი განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, ხდება სხვებთან ერთად/ჯგუფურად. ნებისმიერი საზოგადოების/თემის თვითიდენტიფიცირება შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს  დაკავშირებული კონკრეტული რელიგიის კუთვნილებასთან. ამ კავშირს ითვალისწინებს რეგიონული და საერთაშორისო დონის ინსტრუმენტები. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ეფუძნება სეკულარულ პრინციპებს და შესაბამისად, მათი კანონმდებლობა მოითხოვს, ერთი მხრივ, სახელმწიფო დაწესებულებების და მათი წარმომადგენლების, მეორე მხრივ კი რელიგიური ორგანიზაციების გამიჯვნას. ამის მიუხედავად, ბევრი ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს რომელიმე კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობას, როგორც სახელმწიფო რელიგიას ან/და  ეკლესიას. ასეთი სიტუაცია რელიგიის თავისუფლებასთან შეუსაბამობაში არაა, თუკი უზრუნველყოფილია ინდივიდუალურ დონეზე უფლების შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა და სხვა რწმენების/რელიგიური მიმდინარეობების არსებობისთვის აუცილებელი სივრცის გარანტირება.

 ევროპულ კანონმდებლობაში ჯგუფის თვითგამორკვევასა და რელიგიურ რწმენას შორის კავშირი ხაზგასმულია ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის პრეამბულაში, რომელიც ადგენს:

„პლურალისტულმა და ჭეშმარიტად დემოკრატიულმა საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს პირის არა მარტო ეთნიკურ, კულტურულ,  ენობრივ ან რელიგიურ კუთვნილებას, არამედ უნდა შექმნას ამ კუთვნილების გამოხატვის, დაცვის და განვითარებისთვის საჭირო გარემო.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კულტურული მრავალფეროვნება უნდა აღვიქვათ, როგორც გარემოს გამამდიდრებელი და არა დამაცალკევებელი მოვლენა“.

საქართველო 1999 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა, შესაბამისად,  საერთაშორისო თუ რეგიონული ორგანიზაციების გამოცდილებისა და სტანდარტების კვლევაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

2014 წლის მე-2 ნახევარში სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა  გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ევროპული კონვენციის მე-9 მუხლთან დაკავშირებით:

  • სულ 89 საქმე;
  • 66 მათგანზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-9 მუხლის დამოუკიდებელი ან სხვა მუხლებთან მიმართებაში დარღვევა;
  • 23 საქმეზე დარღვევა არ დადგენილა.

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურში ითარგმნა, ასევე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს კვლევითი დეპარტამენტის ანგარიში მე-9 მუხლით განხილული საქმეების შესახებ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ზე მეტი რეკომენდაცია და რეზოლუცია, რომლებიც რელიგიის სფეროს, არსებითად, ყველა ნაწილს მოიცავს და ამ მიმართულებებით საერთო ევროპულ სტანდარტებს  ადგენს.

სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურმა შეისწავლა და ქართულ ენაზე თარგმნა 10 ქვეყნის (რუმინეთის, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი) კანონი „რელიგიის შესახებ“. აღნიშნული კანონები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებთან და რეზოლუციებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპული კონვენციის მე-9 მუხლთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასთან ერთად, უახლოეს მომავალში გამოიცემა ქართულენოვან სერიად. პუბლიკაციების სერია მიეძღვნება რელიგიის სამართლის საკითხებს და პერიოდულად შეივსება ახალი გამოცემებით.

 

 

კონფესიების დაფინანება

საქართველოს საბჭოთა ეპოქიდან მძიმე მემკვიდრეობა ერგო. იმ ფსიქოლოგიურმა და მორალურმა ფონმა, რომელიც ათეისტური იდეოლოგიით აწყობილ საზოგადოებაში საბჭოთა დიქტატურამ შექმნა, ბევრწილად აზარალა ეთნიკურად ქართველი და არაქართველი, მართლმადიდებელი, მუსლიმი თუ სხვა აღმსარებლობის მოსახლეობა. მორალურ ზარალს ემატებოდა ის მატერიალური ზარალიც, რომელიც არაერთმა კონფესიამ განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არც იურიდიულად და არც მორალურად არ გახლავთ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა იმ კონფესიათა წინაშე, რომლებიც საქართველოში ეწეოდნენ  საქმიანობას.

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებით, სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება, საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის ნაწილობრივ და სიმბოლურად აენაზღაურებინა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი. მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური ნება, საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებებისთვის გაეცა ნაწილობრივი და სიმბოლური ანაზღაურება იმ მატერიალური და მორალური ზიანისათვის, რომელიც მათ საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგათ.

აღნიშნული დადგენილებით, კონკრეტული რელიგიური გაერთიანებებისთვის გასაცემი თანხების შესახებ რეკომენდაციის მომზადება დაევალა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N 305 დადგენილებით შექმნილ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელ უწყებათაშორის კომისიას (დანართი N4).

საქართველოს მთავრობა ადასტურებდა, რომ უცნობია დადგენილებაში მითითებული ზიანის ზუსტი ოდენობა და ამდენად, ზიანის ანაზღაურება განხორციელდებოდა სიმბოლურად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებაში 2014 წლის 22 აგვისტოს შევიდა ცვლილებები, რის საფუძველზეც ცალკეულ რელიგიურ გაერთიანებაზე და/ან წარმომადგენლობით საბჭოზე ყოველწლიურად გასაცემი თანხის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებით აღიჭურვა სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო (დანართი N5). ამავე ცვლილებებით განისაზღვრა, რომ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფო აცხადებს მზადყოფნას, დადგენილებით განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს.

ასევე, დადგენილების პირველ ვარიანტში განსაზღვრული თარიღი 1 მაისი, რომელიც წარმოადგენდა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლობით საბჭოს ფორმირებისა და სახელმწიფოსადმი მიმართვის ვადას, შეიცვალა 1 სექტემბრით, რაც გამოწვეული იყო სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფორმირებითა და მისთვის „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ უფლებამოსილების გადაცემით. აღნიშნული პერიოდი, ასევე, მოხმარდა მოცემული დადგენილების რეგულაციებთან დაკავშირებით რელიგიურ გაერთიანებებთან გამართულ ხანგრძლივ და მრავალჯერად კონსულტაციებს. კონსულტაციების საფუძველზე, გამოიკვეთა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლობითი საბჭოს ფორმირებისა და სახელმწიფოსადმი მიმართვის ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივების აუცილებლობა, რომელიც,  საბოლოოდ,  განისაზღვრა 10 ნოემბრით (დანართი N6).

ამდენად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებაში,  სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიცირებით, ორ ეტაპად (22.08.2014 N507 და 4.11.2014 N619) განხორციელდა ცვლილებები. ინიციატივის მიზეზი გახდა რელიგიურ გაერთიანებებთან გავლილი კონსულტაციები და ემსახურებოდა დადგენილებით ჩამოყალიბებული რეგულაციების უკეთ განხორციელებას. საბოლოო ფორმით ჩამოყალიბებულმა დადგენილებამ (დანართი N7) შესაძლებელი გახადა ამ რეგულაციების ჯეროვანი განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის N437 განკარგულებაში შევიდა ცვლილება და რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი და სიმბოლური ანაზღაურების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრა 1 750  000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარით (დანართი N8).

რელიგიურ გაერთიანებებთან გავლილი კონსულტაციებისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის შემდეგ, სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში 2014 წლის 10 ნოემბერს გაიმართა სამუშაო სხდომა. არსებული მონაცემებისა და რეალობის გათვალისწინებით, სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი რელიგიურ გაერთიანებებზე და მათ წარმომადგენლობით საბჭოებზე განაწილებულიყო შემდეგი ოდენობით:

  1. საქართველოს ისლამური თემი - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;
  2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 300 000 (სამასი ათსი) ლარი;
  3.  საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
  4. საქართველოს იუდეური თემი - 150 000 (ას ორმოცდა ათი ათასი) ლარი.

(დანართი N9)

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადდა სარეკომენდაციო მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე (დანართი N10).

აღნიშნული კანონქვემდებარე აქტებისა და სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტოში მომზადდა რელიგიურ გაერთიანებებთან და მათ წარმომადგენლობით საბჭოებთან გასაფორმებელი ინდივიდუალური ხელშეკრულების პროექტი, რაც გასაცნობად და შესათანხმებლად დაეგზავნა შესაბამის რელიგიურ გაერთიანებებსა და მათ წარმომადგენლობით საბჭოებს (დანართი N11). 

მხარეებთან ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების შემდეგ , სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საააგენტომ გააფორმა ოთხი ინდივიდუალური ხელშეკრულება რელიგიურ გაერთიანებებთან და მათ წარმომადგენლობით საბჭოებთან:

ა) საქართველოს ისლამურ თემთან - 2014 წლის 21 ნოემბერი;

ბ) საქართველოს იუდეურ თემთან - 2014 წლის 3 დეკემბერი;

გ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემთან -2014 წლის 12 დეკემბერი;

დ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემთან - 2014 წლის 17 დეკემბერი.

შესაბამისად, საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარულ პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების სამთავრობო პროექტი წარმატებით შედგა. ამის შესახებ, დაფინანსებული კონფესიების წარმომადგენლების თანდასწრებით,  საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე  აღინიშნა.

2015 წლისთვის კი აღნიშნული მიზნებისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ  იქნა  3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

 

 

 

 

რელიგიურ  გაერთიანებათა ქონებრივი და

ფინანსური საკითხების შემსწავლელი

სარეკომენდაციო კომისია

პარალელურად, სამუშაო რეჟიმში წყდებოდა ოპერატიული საკითხებიც: რელიგიური ცხოვრება ხომ ისეთივე ცოცხალ პროცესებს ეფუძნება და ექვემდებარება, როგორსაც სახელმწიფოებრივი თუ სხვა რაიმე სახის ორგანიზებული სისტემა.  რელიგიური ორგანიზაციების ქონებრივი და ფინანსური საკითხებიც ამ რიგის მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება. მნიშვნელოვანი იყო რელიგიურ  გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისია და საანგარიშო პერიოდში მისი ფუნქციობა. სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ  ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ (საქართველოს მთავრობის დადგენილება N117 2014 წლის 27 იანვარი) რეალიზებისთვის,  შეიქმნა სამოქმედო გეგმა.  სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ როგორც რელიგიურ ლიდერებს, ისე  დარეგისტრირებული სსიპ ორგანიზაციების ხელმძღვანელობას. განვლილ საანგარიშო პერიოდში უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიურ თემებსა და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა, მათი პრობლემების გაანალიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებებისთვის რეკომენდაციების მომზადება. სწორედ, ამ შეხვედრების  შემდეგ  გაანალიზებული მასალის შესაბამისად მოხდა „რელიგიურ  გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ ჩამოყალიბება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის N177 დადგენილებით, დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უფლებამოსილებად განისაზღვრა: „კომპეტენტური ორგანოებისთვის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე რეკომენდაციების გაცემა“. ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წერილობით მიმართა თვითმმართველ ერთეულებს და განუმარტა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების შუამდგომლობებს, რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობებს, ადგილობრივი ან ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა  საკითხებს, შეთანხმებული უნდა იყოს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან. თვითმმართველი ერთეულების მიერ გადმოგზავნილი რელიგიური გაერთიანებების განცხადებები/შუამდგომლობები განიხილება სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ მიერ (შემდგომში „კომისია“).

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 6/1 ბრძანებით, დამტკიცდა კომისიის დებულება (დანართი N12) და განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა (დანართი N13). დებულების თანახმად, კომისია შედგება 9 წევრისაგან, საიდანაც 6 წევრი წარმოდგენილია სააგენტოდან:

  • სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს, თავმჯდომარეობს კომისიის სხდომას;
  • სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე -  წევრის სტატუსით;
  • სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - წევრის სტატუსით;
  • სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი - წევრის სტატუსით;
  • სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - წევრის სტატუსით;
  • სააგენტოს მთავარი იურისტი - წევრის სტატუსით.

გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უმნიშვნელოვანესი პრინციპებიდან გამომდინარე, კომისიის სამ წევრს წარმოადგენენ:

  • საქართველოს მთავრობის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი - წევრის სტატუსით;
  • დამოუკიდებელი ექსპერტი - წევრის სტატუსით;
  • იმ რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, რომლის შუამდგომლობაც განიხილება.

2014 წელს გაიმართა კომისიის ორი  სხდომა - 2014 წლის 20 ოქტომბერს და 2014 წლის 17 დეკემბერს, რომლებზეც, ჯამში, განხილულ იქნა რელიგიურ გაერთიანებათა 27 შუამდგომლობა, აქედან 20 ოქტომბრის სხდომაზე 11, ხოლო 17 დეკემბრის სხდომაზე 16 შუამდგომლობა.

კომისიის პირველი სხდომა - 2014 წლის 20 ოქტომბერი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუამდგომლობა

აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე 58 მეჩეთის გადაცემის თაობაზე

დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 21 მეჩეთზე (იხ. ქვემოთ) გაიცა დადებითი რეკომენდაცია.

დარჩენილი  მეჩეთების საკითხის განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისთვის

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის  შუამდგომლობა

ქ.გორში მდებარე სადავო რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უშუალო მონაწილეობით, საკითხი გადაწყდა დადებითად

 

საქართველოს ლათინ- კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის შუამდგომლობა

ქ.რუსთავში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობის ნებართვის თაობაზე

დაკმაყოფილდა, გაიცა დადებითი რეკომენდაცია

 

სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის შუამდგომლობა

ქ.ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი

დადგინდა ხარვეზი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა 7 შუამდგომლობა

შუამდგომლობები შეეხებოდა სხვადასხვა ქონებრივ და ფინანსურ საკითხებს

დაკმაყოფილდა 5 შუამდგომლობა,

2 შუამდგომლობაზე გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია.

 

 

 

 

სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემული მეჩეთების სია

1

ლაგოდეხის რაიონი. სოფ. განჯალა

54.10.55.059

2

ლაგოდეხის რაიონი. სოფ. კაბალი

54.10.58.071

3

ლაგოდეხის რაიონი. სოფ. ყარაჯალა

54.10.59.084

4

ლაგოდეხის რაიონი. სოფ. უზუნთალა

54.10.54.050

5

საგარეჯოს რაიონი. სოფ. დუზაგრამა

55.05.51.037

6

საგარეჯოს რაიონი. სოფ. კაზლარი

55.03.52.027

7

საგარეჯოს რაიონი. სოფ. ლამბალო.

55.21.53.028

8

საგარეჯოს რაიონი. სოფ. ლამბალო

55.21.52.073

9

საგარეჯოს რაიონი. სოფ. იორმუღანლო

55.22.52.040

10

საგარეჯოს რაიონი. სოფ. ქეშალო

55.22.51.143

11

საგარეჯოს რაიონი. სოფ. ქეშალო

55.22.53.032

12

საგარეჯოს რაიონი. სოფ. თულარი

55.03.54.078

13

ახმეტის რაიონი. სოფ. დუისი

50.06.33.070

14

ახმეტის რაიონი. სოფ.დუისი

50.06.32.015

15

ახმეტის რაიონი. სოფ. ბირკიანი

50.07.32.031

16

ახმეტის რაიონი. სოფ. ხალაწანი

50.08.32.036

17

ახმეტის რაიონი. სოფ.ჯოყოლო

50.07.31.040

18

ახმეტის რაიონი. სოფ. ჯოყოლო

50.07.31.039

19

ახმეტის რაიონი. სოფ. ომალო

50.07.34.037

20

თელავის რაიონი. სოფ.ყარაჯალა

53.10.40.099

21

ყვარლის რაიონი. სოფ. ჩანთლისყურე

57.03.51.011

 

 

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ“,  2014 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე, განიხილა 11 შუამდგომლობა, რომელთაგან 8 შუამდგომლობაზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია, 2 შუამდგომლობაზე გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია, ხოლო 1 შუამდგომლობაზე დადგინდა ხარვეზი.

             

 

 

კომისიის მეორე სხდომა - 2014 წლის 17 დეკემბერი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუამდგომლობა

აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე 37 მეჩეთის გადაცემის შესახებ

დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 23 მეჩეთზე  (იხ. ქვემოთ) გაიცა დადებითი რეკომენდაცია.

დადგინდა, რომ დანარჩენი მეჩეთები არ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას, შესაბამისად, ამ ნაწილში შუამდგომლობა მოიხსნა.

სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა შუამდგომლობები

შუამდგომლობები შეეხებოდა სხვადასხვა ქონებრივ და ფინანსურ საკითხებს

7 შუამდგომლობაზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია

1 შუამდგომლობა მოიხსნა დღის წესრიგიდან;

2 შუამდგომლობას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რის შესახებაც ეცნობათ დაინტერესებულ მხარეებს;

6  შუამდგომლობაზე დადგინდა ხარვეზი

 

 

სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემული მეჩეთების სია

1

იმამ ალის სახელობის ჯუმა მეჩეთი

მარნეულის ცენტრი

83.02.21.280

2

სოფ. კიზილაჯლოს მეჩეთი

მარნეულის ცენტრი

83.01.02.586

3

სოფ. ჯანდარა იმამ ჯაფარ სადიკის მეჩეთი

მარნეულისრაიონი

83.02.11.111

4

სოფელი ალგეთის (გორარხ) მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.03.08.842

5

სოფელ ბაიდარის მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.07.07.320

6

სოფელ ქულთრიარის მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.07.07.319

7

სოფელ ლეჟბადინის მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.14.08.091

8

სოფელ არაფლოს მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.09.09.725

9

სოფელ ახლიმაჰმუდლუს მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.09.09.724

10

სოფელ დიდი მუღანლოს მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.07.09.317

11

სოფელი კირიხლო, ფატმეი ზეჰარის მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.08.07.535

12

დებეი გორარხის ძველი მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.04.08.092

13

სოფელი მამეი (კიროვკა), ბრწყინვალე ალის მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.04.07.049

14

სოფელი ქვემო სარალო, ზაჰარას მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.09.13.935

15

სოფელი ზემო სარალო, იმამ ზამანის მეჩეთი

მარნეულის რაიონი

83.09.05.694

16

მარაღალების მეჩეთი

გარდაბნის ცენტრი

81.15.16.240

17

სოფელი ქესალო, ჰაჯი ველის მეჩეთი

გარდაბნის რაიონი

81.16.07.614

18

სოფელ ქესალოს ახალი მეჩეთი

გარდაბნის რაიონი

81.16.08.218

19

სოფელ კირაჯარალის მეჩეთი

გარდაბნის რაიონი

81.06.02.386

20

სოფელი ფახრალო, აჰლი-ბეითის მეჩეთი

ბოლნისის რაიონი

80.04.68.010

21

სოფელ ნახიდურის (არახლო) მეჩეთი

ბოლნისის რაიონი

80.02.63.080

22

სოფელი აღ-სარვანი, ჰუსეინის მეჩეთი

წალკის რაიონი

85.22.22.012

23

ამამლოს მეჩეთი

დმანისის რაიონი

82.15.45.014

 

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელწმიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ 2014 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე განხილულ იქნა 16 შუამდგომლობა, აქედან: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 1 და სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა 15 შუამდგომლობა.

 

 

საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის

სამთავრობო სამოქმედო გეგმა

(2014-2015 წლებისთვის) 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასთან (2014-2020 წლებისთვის) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავებულ იქნა „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014–2015 წლებისთვის)“ და ჩამოყალიბდა „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო“ (საქართველოს მთავრობის N445 დადგენილება 09.07.2014).

საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის) მე-12 პუნქტი ეთმობა რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებასა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას. სამოქმედო გეგმის მიზანია რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა. აღნიშნული პუნქტით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გაწერილია სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაბამისი ვალდებულებები.

2014 წლის 24 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მიაწოდა ქვემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესრულების ანგარიში:

12.1.2. რელიგიურისაკულტო დანიშნულების შენობანაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების თაობაზე სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება

ამ ეტაპზე შესწავლილია ათი ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციები, გამოვლენილი შედეგი არ წარმოადგენს საკმარისს შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად.

12.2.2 საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება

რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზების იდენტიფიცირება წარმოადგენს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ყოველდღიურ სამუშაო დღის წესრიგს. სფეროს მნიშვნელობიდან და მგრძნობიარობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მომზადებული არ არის რაიმე სახის საკანონმდებლო ინიციატივა. ზოგადად, აუცილებელია რელიგიის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა მოხდეს, როგორც ერთიანი კომპლექსური პროექტი, რათა ცალკეულმა ცვლილებებმა უარყოფითად არ იმოქმედოს მთლიანად სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.

12.3.1 საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებზე

ამ ეტაპზე, სსიპ -  რელიგის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მომზადებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 160-მდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის დატრენინგებას რელიგიის თვისუფლებისა და რელიგიური უფლებების მიმართულებით. პროექტი გათვალისწინებულია, როგორც „ტრენერების ტრენინგი“ და ეტაპობრივად განხორციელდება 2015 წლის განმავლობაში.

12.4.1. რელიგიური ორგანიზაციებისათვის მიყენებული ზარალის განსაზღვრის და მისი ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხის გადახედვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ

საქართველოს მთავრობის 2014 წლის N117 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება ოთხი რელიგიური მიმდინარეობისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი და სიმბოლური ანაზღაურების შესახებ შესრულებულია. ოთხივე რელიგიური მიმდინარეობის რელიგიურ გაერთიანებებთან და წარმომადგენლობით საბჭოებთან გაფორმებულია ინდივიდუალური ხელშეკრულებები. თანხები ჩარიცხულია ბენეფიციართა ანგარიშებზე.

12.4.2. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თანაბრად გაითვალისწინოს რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობების შენარჩუნებისა და რესტავრირების საჭიროება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან მიღებული აქვს ოფიციალური მიმართვა, რომ ძეგლების რესტავრაციისას პრიორიტეტი მიენიჭოს ძეგლის საჭიროებებს და არა მის კონფესიურ წარმომავლობას.

12.4.3. რელიგიური დანიშნულების შენობა ნაგებობების ისტორიული კუთვნილების განსაზღვრის საკითხის შესწავლა.

სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2015 წელს გეგმავს რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ისტორიული კუთვნილების დადგენის მექანიზმების შემუშავების მიზნით ამ პროცესში ჩართოს სათანადო კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალი და ექსპერტები.

12.4.4. საკულტო ნაგებობების ლეგალიზაციის, რეგისტრაციის და რესტავრაციის საკანონმდებლო რეგულაციის მომზადება. საკანონმდებლო რეგულაციის მომზადებამდე და ამოქმედებამდე მორატორიუმის გამოცხადება.

საკულტო ნაგებობების ლეგალიზაციის, რეგისტრაციისა და რესტავრაციის სპეციალურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, აღნიშნულ რეგულაციებზე მორატორიუმის გამოცხადება შეუძლებელია.

აღნიშნული სფეროს საკანონმდებლო რეგულირების უზრუნველყოფა გათვალისწინებულია რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის საკანონმდებლო რეგულირების ერთიანი პროექტის ფარგლებში, რომელზე მუშაობაც დაიწყება 2015 წელს.

12.5.1 სახელმძღვანელოების მოწესრიგება (სასწავლო სახელმძღვანელოების გრიფირების კრიტერიუმში ჩაიდოს მოთხოვნა, რომსახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესისრელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის და .. მიხედვით. „სახელმძღვანელო ხელს უწყობს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში”).

რამდენადაც სასკოლო სახელმძღვანელოების მოწესრიგება არ წარმოადგენს მხოლოდ ერთჯერად აქტს, რომელიც გამოიხატებოდა მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელოების გრიფირების კრიტერიუმში შესაბამისი მითითების გაკეთება, არამედ აუცილებელია სათანადო მონიტორინგის ფორმების შემუშავებაც, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.

12.6.1. საზოგადოებაში ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება

2015 წლისთვის სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საზოგადოებაში ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის ამაღლების მიზნით გეგმავს დონორებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად განახორციელოს პოპულარული დისკუსიების ციკლი, რომელიც ასევე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ბეჭდური მასალის გავრცელებით.

 

 

„მოხეს კომისია“

სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები ოპერატიულ რეაგირებას მოითხოვს. მით უფრო რელიგიური, რომელიც ნებისმიერ სოციალურ ორგანიზმში მგრძნობიარე თემაა და მით უფრო, მრავალრელიგიურ სახელმწიფოში. გარკვეული ინციდენტებისაგან არც საანგარიშო პერიოდი აღმოჩნდა დაცული (იმის მიუხედავად, რომ წლევანდელ ანგარიშში, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით,  „ჰიუმან რაითს ვოჩს“ რელიგიის თავისუფლების თემაზე საქართველოს მისამართით შენიშვნები არ გამოუთქვამს).  ასეთი იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში კლუბის სტატუსით რიცხული შენობის კონფესიური კუთვნილების გამო  მუსლიმ და მართლმადიდებელ ქრისტიან თემთა შორის მომხდარი დაპირისპირება. ამ თემასთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, შეიქმნა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია“. კომისიის მიზანია, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში 2014 წლის 22 ოქტომბერს შექმნილი დაპირისპირების განმუხტვა და გამომწვევი პრობლემის მოგვარება. ვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ძირითადი-განუსხვისებელი ქონების სახით, კლუბის სტატუსით, რიცხული შენობა და მისი ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობა.

შეიქმნა პრობლემური საკითხების გადაჭრის განსხვავებული მიდგომა და ფორმატი. გაჩნდა პრეცენდენტი, როცა დავის გადაწყვეტის საფუძველშივე ითქვა  უარი პროცედურების ფორმალურ შერჩევაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში შენობის საკუთრება სადავო არ არის, კანონის სულისკვეთებიდან, და არა მისი მშრალი გაგებიდან გამომდინარე, მრავალფეროვან გარემოში ტოლერანტული თანაცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით, დიალოგი მიმდინარეობს პრობლემის არსისა და გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით. ფაქტიური, და არა ფორმალური მიდგომა კარგად ჩანს კომისიის დებულებაში, რომელიც მორგებული და ადაპტირებულია არსებულ გარემოებებთან. (დანართი N14).

სადაო საკითხის დარეგულირების პროცესში, დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებიც (კომისიის წევრები) ურთიერთშეთანხმების გზით შეირჩა, რამაც, საბოლოოდ, პროცესი კონსტრუქციული ურთიერთობის რეჟიმში გადაიყვანა. კომისიაში წარმოდგენილია ურთიერთობის მონაწილე ყველა მხარე (სულ 5) და შედგება 12 წევრისგან:

  1. მუსლიმი თემი, როგორც შენობის ისტორიულ-კონფესიურ მფლობელობაზე ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე - 4 წევრით;
  2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო), ასევე, შენობის ისტორიულ-კონფესიურ მფლობელობაზე დაინტერესებული მხარე - 3 წევრით;
  3. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ადიგენის მუნიციპალიტეტი, როგორც შენობის რეალური მესაკუთრე და მისი შემდგომი სტატუსისა და ფუნქციის გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი მხარე - 2 წევრით;
  4. სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლების ავთენტურობისა და წარმომავლობის დამდგენი კომპეტენტური ორგანო - 2 წევრით;
  5. სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, როგორც კომისიის შექმნის ინიციატორი და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის გადაწყვეტაში შუამავლის ფუნქციის შემსრულებელი - 1 წევრით.

კომისია გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის გზით. გადაწყვეტილების მიღების წესიც ერთგვარი გაგრძელებაა იმ სულისკვეთებისა, რომ კენჭისყრით, უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება მეორე მხარისთვის მიუღებელი არ  იყოს და შედეგი დადგეს არა პოზიციათა ჭიდილის, არამედ გამოსავლის ერთობლივი ძიებისა და ურთიერთშეთანხმების ფონზე. საბოლოოდ, დავის განხილვის პროცესი, პირობითად, შეიძლება შეფასდეს, როგორც მხარეთა შეთანხმებით შექმნილი სათათბირო ჯგუფი, სადაც, ასევე კონსენსუსის წესით ხდება შესაბამისი ექსპერტების შერჩევა/მოწვევა. მოხეს კომისია არა მარტო ერთი პრობლემის მოგვარებას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რელიგიათა შორის დიალოგის, ურთიერთთანამშრომლობისა და დაახლოების საქმეში.

2014 წლის 2 დეკემბერს გაიმართა სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელიც დაეთმო კომისიის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრას. ხოლო 2014 წლის 27 დეკემბერს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა, სადაც დამტკიდა კომისიის დებულება და დაზუსტდა კომისიის შემადგენლობა.

 

 

რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა

დაარსების პირველივე დღიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ   ურთიერთობები  დაამყარა რელიგიურ კონფესიებთან.  რელიგიურ გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის ნდობის აღდგენის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის  ატმოსფეროს ჩამოყალიბებისა და რელიგიური ორგანიზაციებისა და თემების საქმიანობის, მათი პრობლემების გაცნობის მიზნით, სააგენტოს ხელმძღვანელობა   სისტემატურად ხვდება  მათ წარმომადგენლებს:

N

 

1

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო - რამინ იგიდოვი, ჯემალ პაქსაძე, იასინ ალიევი, რესან გოგიტიძე 

2

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ალი ალიევი 

3

ქართველ ებრაელთა კავშირი - მერაბ ჩანჩალაშვილი, ევროპელ ებრაელთა კავშირი-აბი მელეხ ალექსანდრ როზენბლატი და ნათან თაფლიაშვილი       

4

საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების ხელმძღვანელი რასიმ მამედოვი 

5

მუსლიმთა უმაღლესი მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი მირგუსეინ ასადოვი       

6

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ედვარდ (ვაზგენ) მირზახანიანი  

7

ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ხელმძღვანელი - ჯუზეპე პაზოტო 

8

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ჰანს იოჰან კიდერლენი 

9

საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი და ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი 

10

აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი მიხეილ ხანჩალიანი        

11

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების, საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წარმომადგენლები: მირგუსეინ ასადოვი, მირთაგან ასადოვი, რეზვან ისმაილოვი, რამინ იგიდოვი 

12

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები: გიორგი ჩიტაძე, შმაგი ჭანკვეტაძე

 

და სხვა.

 

 

არასამთავრობო    ორგანიზაციები

დღეს ადამიანის რელიგიური თავისუფლების თემა  ლამის, „პრივატიზებული“ აქვს არასამთავრობო სექტორს, იგი სახელმწიფოს (რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის  ინიციატორია)  და  თვით რელიგიის სააგენტოს, რატომღაც, თავის ოპონენტად მოიაზრებს, რაც ძირშივე აზარალებს ახალი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ იმიჯს. ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, რელიგიის სააგენტომ შესანიშნავად იცის, რაოდენ საჭიროა არასამთავრობო სექტორთან ღია და თანამშრომლობის სურვილზე აწყობილი ურთიერთობა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოწვევით, მოვისმინეთ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა“  და  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა ეხებოდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას. შედეგებით გამოიკვეთა, რომ ხელისუფლების ცვლის შემდეგ ეს პროცესები გაცილებით გამჭვირვალე გახდა. სააგენტოს თხოვნის მიუხედავად, კვლევის შედეგებთან ერთად მათ კვლევის შედეგების შესაბამისი რეკომენდაციებიც წარმოედგინათ (რაც სააგენტოს გაუიოლებდა კვლევაში ასახული პრობლემების მოგვარებას), რეკომენდაციები დღემდე არ მიგვიღია.

რელიგიური უფლებების დაცვის კუთხით მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები  დიდ ინტერესს იჩენენ სააგენტოს საქმიანობის მიმართ. ნახევარი წლის განმავლობაში, არასამთავრობო სექტორის 12 წერილია შემოსული. მათი ინტერესი, ძირითადად, ტრანსპარანტულობის დონეს ეხება. შემოსულ კორესპონდენციაზე სააგენტოს რეაგირება  კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.

გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების წერილობითი მომართვის სტატისტიკას:

 

N

თარიღი

ნომერი

გამომგზავნი

  1.  

13.06.14

2/39

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

  1.  

19.06.14

2/48

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

  1.  

23.06.14

2/49

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

  1.  

26.06.14

1/56

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

  1.  

23.10.14

1/213

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

  1.  

14.11.14

1/236

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

  1.  

14.11.14

1/240

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

  1.  

14.11.14

1/242

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

  1.  

20.11.14

1/265

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

  1.  

21.11.14

1/272

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

  1.  

09.12.14

1/313

ადამიანის უფლებათა ცენტრი

  1.  

22.12.14

1/378

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაციების წერილები

 

 

 

 

 

საელჩოებთან და საერთაშორისო

ორგანიზაციებთან ურთიერთობა

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან. ჩვენი თანამშრომლობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის პერსპექტივების  დაგეგმვასაც  ითვალისწინებს. საანგარიშო პერიოდში 26 შეხვედრა შედგა, სადაც რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე და მისი თანამშრომლები  აშშ-ს, საფრანგეთის, იტალიის, ვატიკანის, ჰოლანდიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ისრაელის, ბულგარეთის,  რუმინეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, თურქეთის, ყატარის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებსა და გაეროს,  ევროკავშირის, ევროსაბჭოს, მადრიდის კლუბის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კავშირის, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს  შეხვდნენ.  სტატისტიკა ასეთია:

 

N

თარიღი

ქვეყნები

1

18.06.14

ლატვია - ელიტა გაველე             

2

13.06.14

ბულგარეთი  - პლამენ ბონჩევი      

3

12.06.14

თურქეთი - ზექი ლევენთ გურუმქჩუ 

4

19.06.14

წმინდა საყდარი ვატიკანი - მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი

5

23.06.14

ლიტვა  - იონას პასლაუსკასი   

6

25.06. 14

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მარგო დე იუნგი 

7

25.06.14

იტალია - ფედერიკა ფავი 

8

26.06.14

აზერბაიჯანი -  აზერ ჰუსეინი 

9

30.06. 14

პოლონეთი -  ანჟეი ჩიეშკოვსკი  

10

30.06. 14

გერმანია -  ორთვინ ჰენიგი 

11

11.07.14

ირანი -  აბას თალებ-იფარი 

12

16.07.14

რუმინეთი - დუმიტრუ ბადეა  

13

30.07.14

ევროკავშირი - ფილიპ დიმიტროვი 

14

30.07.14

ამერიკის შეერთებული შტატები -  რიჩარდ ნორლანდი 

15

21.08.14

ევროსაბჭო -  კატერინა ბოლონიეზე 

16

28.08.14

ევროსაბჭოს პროექტის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კავშირი კავკასიაში - სილვიო სერანო 

17

03. 09.14.

გაერო - ნილს სკოტი 

18

22.08.14

ყატარი -  მუჰამედ ბინ-ხამი 

19

22.08.14

ისრაელი -  იუვალ ფუქსი 

20

10.10.14

დიდი ბრიტანეთი - მერი ჰოლ ჰოლი 

21

15. 10.14

საბერძნეთი - ელეფთერიოს პროიოსი 

22

17.11.14

ესტონეთი - პრიიტ ტურკი  

23

19.11.14

სომხეთი - იური ვარდანიანი 

24

11.12.14

მადრიდის მისია -  დანილო ტურკი  

25

 12.12.14

ევროსაბჭო -  ტომ ტრიერი

26

16.12.14

კარდინალი - კურტ კოხი  

 

ამავე მიზნით, შედგა  გასვლითი ვიზიტი 8 სახელმწიფოში.

მივლინების მიზანი იყო  აღნიშნული სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება, სააგენტოს ანალოგიური სტუქტურების საქმიანობის გაცნობა და მათთან ურთიერთთანამშრომლობა.

N

თარიღი

ქვეყნები

1

20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით

  დიდი ბრიტანეთი

2

22 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით

 ლატვიის რესპუბლიკა

3

8 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით

ირანის ისლამური რესპუბლიკა

4

24 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით

რუმინეთის რესპუბლიკა

5

26 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით

თურქეთის რესპუბლიკა

6

4 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით

იტალიის რესპუბლიკა

7

4 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით

იტალია, ვატიკანი

8

8 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით

ირანის ისლამური რესპუბლიკა (საერთაშორისო კონფერენცია)

 

ვიზიტების პერიოდში გამართული  შეხვედრების გრაფიკი ასეთი გახლდათ:

  1. დიდი ბრიტანეთი - 20-30  ივლისი
  • შეხვედრა ლონდონში, ტონი ბლერის რწმენის ფონდის (Tony Blair Faith Foundation) დირექტორ მეთიუ ლორენსთან;
  • განათლების სამსახურის უფროსთან, დოქტორ იან ჯეიმსონთან; რწმენისა და გლობალიზაციის საკითხების ხელმძღვანელ ბ-ნ თომას ტროპთან  და სასკოლო პროგრამა „რწმენის პირისპირ“ პროგრამის ხელმძღვანელ ქ-ნ ანა ვრაითთან;
  •  ბრიტანეთის ადგილობრივ მთავრობასთან: Department for Communities and Local Government, ქრისტიანული საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელ ჰარიეტ აკუნსონთან და რწმენის საკითხებში კომიტეტის ხელმძღვანელ ჰილარი პატელთან;
  • კარდიფში, უელსი, (Cardiff Centre for Chaplaincy Studies) კარდიფის უნივერსიტეტის დოქტორ, წმ. მიქაელის კოლეჯში კაპელანების პროგრამის ხელმძღვანელ ენდრიუ ტოდთან;
  •  „სამი რწმენის ფორუმის“ (Three Faith Forum 3FF) დირექტორ ბ-ნ სტივენ შაშუასთან და ამავე ფონდის სასწავლო პროგრამის მენეჯერ ქ-ნ თამანდა ვოლკერთან;
  • ლონდონის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ დოროთე ბარბაქაძესთან და ქართულ სამრევლოსთან.
  1. თურქეთი - 27-29 აგვისტო
  • შეხვედრა თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარე, მეჰმედ გორმეზთან;
  • თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს საგარეო ურთიერთობების გენერალურ დირექტორ, დოქტორ მეჰმედ ფაჩაჯთან;
  • თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსთან;
  • საქართველოში თურქეთის საელჩოს რელიგიურ საქმეთა ატაშესთან აჰმედ ერდემთან და სამმართველოს სხვა წარმომადგენლებთან;
  • თურქეთის ფონდების გენერალური დირექტორის მოადგილე რიფათ ტარეკთან.

 

  1. ირანის ისლამური რესპუბლიკა - 09-11 სექტემბერი
  • შეხვედრა ირანის ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტ, დოქტორ მეჯედ ჰაკიმ-ელაჰთან;
  • ირანის ალ-მუსტაფას ღია უნივერსიტეტის პრეზიდენტ, მოსე ჰანბართან;
  • ირანის რელიგიებისა და დენომინაციების უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან: დოქტორ ანსარ ფურთან, დოქტორ ნასერ ჯამესთან, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელთან საქართველოში დავუდ ქაშამთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან;
  • ირანის ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტ, აიათოლა ალი-რეზა არაფთან;
  • ირანის ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტთან კულტურისა და განათლების მიმართულებით, ბ-ნ გაჰრემან სოლეიმანთან და ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელთან საქართველოში დავუდ ქაშამთან და ორგანიზაციის სხვა წევრებთან;
  1. რუმინეთი - 24- 26 სექტემბერი
  • შეხვედრა რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივან ვიქტორ ოპასკისთან;
  • რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს უფროს მრჩეველთან, კაბინეტის დირექტორ ანდრეი უნგართან;
  • რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს მრჩეველ კატალინ რაიუსთან;
  • რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს მრჩეველ იულიანა კონოვიცთან და სამდივნოს სხვა წარმომადგენლებთან;
  • რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანთან რადუ პოდგორეანთან;
  • რუმინეთის პატრიარქ დანიელთან და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებთან.
  1. ლატვიის რესპუბლიკა - 22-24 ოქტომბერი
  • შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივან, რეივი კრონბერგთან;
  • იუსტიციის სამინისტროს სექტორული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ, ოლგა ზეილესთან;
  • იუსტიციის სამინისტროს სექტორული პოლიტიკის დეპარტამენტის რელიგიის საქმეთა სამსახურის უფროს, კატერინა მაცუკასთან;
  • იუსტიციის სამინისტროს სექტორული პოლიტიკის დეპარტამენტის რელიგიის საქმეთა სამსახურის მთავარ სპეციალისტ,  ელენა ვიკმანთან;
  • ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივან, ვიკტორ მაკაროვთან;
  • ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან ვატიკანში ეინარს სემანისთან;
  • ლატვიის რესპუბლიკის მთავარ ნოტარიუს, გუნა პაიდერესთან;
  • ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლიგა ბუჩენიეჩესთან;
  • სამინისტროს განათლების ხარისხის მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტ, სპოდრა აუსტრუმასთან.

 

 

 

  1. იტალია - 04-08 ნოემბერი
  • შეხვედრა იტალიის მინისტრთა საბჭოსთან არსებული  რელიგიური თავისუფლების საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა კომიტეტის პრეზიდენტ პროფესორ, მარჯოტა ფრანჩესკო ბროლიოსთან; 
  • იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული, სამოქალაქო თავისუფლებისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის რელიგიურ საკითხთა ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელთან, ქ-ნ ჯოვანა მარია იურატოსთან;
  • იტალიის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიურ კონფესიებთან ურთიერთობის უწყებათაშორისი კომისიის პრეზიდენტ, პროფესორ ფრანჩესკო პიცეტთან.
  1. წმიდა საყდარი ვატიკანი - 05,07 ნოემბერი
  • შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან (გენერალური აუდიენციისას);
  • საკანონმდებლო ტექსტების პონტიფიკალური საბჭოს მდივანთან, ეპისკოპოსს, ხუან იგნასიო არიეტასთან;
  • ინტერრელიგიური დიალოგის პონტიფიკალური საბჭოს ხელმძღვანელ, კარდინალ ჟან-ლუი ტორანთან;
  • წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ქ-ნ თამარ გრძელიძესთან.
  1. ირანის ისლამური რესპუბლიკა - 07-10 დეკემბერი
  • მონაწილეობა ირანის „პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული „მსოფლიო ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ (WAVE) პირველ საერთაშორისო კონფერენციაში;
  • შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურისა და ისლამური კომუნიკაციის ორგანიზაციის რელიგიათა და ცივილიზაციათა დიალოგის ცენტრის თავმჯდომარე, ალი მუჰამედ ჰელმთან.

 

საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური, უცხოეთში განხორციელებული ყოველი ვიზიტის შემდეგ, აწარმოებდა  შემაჯამებელ ანალიზს, სადაც გათვალისწინებული იყო მიღებული ინფორმაცია და მუშავდებოდა შესაბამისი რეკომენდაციები. 

 

 

 

რეგიონებთან ურთიერთობა 

რეგიონებთან ურთიერთობა  რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთ–ერთი პრიორიტეტია. გასულ საანგარიშო პერიოდში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  აქტიურად თანამშრომლობდა ქვეყანაში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან.  არსებული ვითარების გაცნობისა და პრობლემური საკითხების განხილვის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ.

მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს რეგიონული რელიგიური და ეთნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, მრჩეველთა საზოგადოებრივ საბჭოსთან ერთად, რეგიონებთან ინტენსიურ ურთიერთობას. სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ადამიანის რელიგიურ უფლებათა დაცვის პროფილის სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა; ახალგაზრდებთან ურთიერთობის, საგანმანათლებლო საქმიანობის,  რელიგიურ უფლებათა დაცვის მონიტორინგის წარმოება; ადგილობრივი რესურსისა და მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს მონაწილეობით კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, რეგულარული შეხვედრების ორგანიზება.

 

 

მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო

მრჩეველთა საზოგადოებრივ საბჭოდ მოვიაზრეთ რეფერენტულ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ რელიგიურ თემებზე, ფლობენ ინფორმაციას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენს საზოგადოებაში გავლენის აგენტებს წარმოადგენენ. მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო იკრიბება სიტუაციურად და თემატურად. თემატური შეხვედრის დროს საბჭო იმატებს თემის ირგვლივ მეცნიერული თუ საზოგადოებრივი ინფორმაციის მქონე ფოკუსირებულ ადამიანებს.

საზოგადოებრივ საბჭოს არ აქვს ოფიციალური სტატუსი და სააგენტოს საქმიანობაში მათი მონაწილეობა საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებით შემოიფარგლება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საააგენტო, მრჩეველთა საზოგადოებრივ საბჭოსთან ერთად, გეგმავს რეგიონებში გასვლითი სემინარების მოწყობას.

საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არიან:

  1. ზურაბ კიკნაძე - პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;
  2. ლევან აბაშიძე - თეოლოგი, რელიგიათმცოდნე; 
  3. ზაზა ფირალიშვილი - პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი;
  4. ლევან გიგინეიშვილი -პროფესორი, მედიევისტიკის დოქტორი;
  5. ზაზა შათირიშვილი - პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი.

 

 

მედია საბჭო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აცნობიერებს მედიის უმნიშვნელოვანეს როლს საზოგადოებაში რელიგიური შემწყნარებლობის პრინციპების დამკვიდრების პროცესში.  რელიგიის სფეროს მიმართ პროფესიული  (და არა ფრაგმენტული) ინტერესის ჩამოყალიბების მიზნით, 2014 წელს სააგენტომ მიიღო მედია საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება (საკითხი პროექტის სტადიაშია). მედია საბჭო დაკომპლექტდება რელიგიურ ცხოვრებაზე ფოკუსირებული,  რეიტინგული ჟურნალისტების პირველი ათეულიდან (რეიტინგული ჟურნალისტების გამოვლენა შესაძლებელია ჟურნალისტთა შორის საექსპერტო კვლევის ან სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით).

აუცილებელია მედია საბჭოში რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების მონაწილეობა. ამ მიზნით სააგენტომ შეიმუშავა ჟურნალისტების თემატური საქმიანი შეხვედრების პროგრამა, რომლის პილოტური ვერსია ორ ეტაპად შედგა:  პირველ ეტაპზე გაიმართა თემატური შეხვედრები ტელევიზიის, ხოლო მეორე ეტაპზე პრესისა და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებთან. შეხვედრის თემები იყო:

  1. რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის იურიდიული საკითხები;
  2. ინტერრელიგიური განათლება საქართველოში;
  3. ჟურნალისტიკა და სახელმწიფო პოლიტიკა;
  4. რელიგიური ლინგვისტიკა და ძირითადი ცნებითი აპარატი;
  5. რელიგიური საკითხები და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიები.

საწყის ეტაპზე შეხვედრებს ჰქონდა ჩვენი საქმიანობის, კანონმდებლობის, კომუნიკაციის ფორმების ძიების ხასიათი. მეორე ეტაპზე ჟურნალისტებს თავად გაუჩნდათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. სააგენტოს შემუშავებული აქვს რეგიონულ ჟურნალისტურ კორპუსთან ანალოგიური პროექტის განხორციელების პროგრამა. მიღებულმა შედეგებმა  აღნიშნული პროექტის სისტემატურად ჩატარების აუცილებლობა ცხადყო.

ვფიქრობთ, რელიგიის სააგენტოსა და ჟურნალისტთა კორპუსის მჭიდრო თანამშრომლობით,  მედია საბჭო უახლეს პერიოდში შეიქმნება. მედია საბჭოს აქვს მრჩევლის ფუნქცია და თავად ატარებს კომუნიკაციის აგენტის საკმაოდ მაღალ მუხტს.

 

 

განხორციელებული და მიმდინარე პროექტები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამსახურმა რეგულარულად დაიწყო საინფორმაციო კრებულზე მუშაობა, რაც გულისხმობს: მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე რელიგიური სიახლეების, რელიგიათაშორისი, სახელმწიფოსა და ეკლესიებს შორის ურთიერთობების შესახებ  სიახლეების ანალიზს. იგეგმება კვირის სიახლეების შემაჯამებელი ანალიტიკური მიმოხილვაც.

სააგენტო ახორციელებს გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, „ჰიუმან რაითს ვოჩის“ „საერთაშორისო ამნისტიის“ და სხვა მნიშვნელოვანი უფლებადამცველი ორგანიზაციების ყოველწლიურ მოხსენებათა (განსაკუთრებით რელიგიური ნაწილის) შესწავლა-ანალიზს და, წინა წლების მოხსენებებთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს რელიგიური რუკისა და საკულტო ნაგებობების საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად. შედგენილია კითხვარი, რომელიც უახლოეს ხანში მიეწოდება საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ კონფესიას. მიღებული ინფორმაცია შეჯერდება სხვა წყაროებიდან მოპოვებულ მონაცემებთნ და გამოიცემა სრულყოფილი სახით. საინფორმაციო ბაზის ელექტრონული ვერსია განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მოხდა კონსულტირება რელიგიური კუთვნილების შესახებ ინფორმაციის მოპოვების  სიზუსტეზე.

რელიგიის სააგენტო  ამუშავებს გრძელვადიან, სტრატეგიულ  და ოპერატიულ პროექტებს და ამზადებს ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდებისათვის წარსადგენად.  არსებული რელიგიური ლანდშაფტის გაანალიზების საფუძველზე და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გამოიკვეთა სხვადასხვა პროექტების შემუშავების აუცილებლობა. მათი ნაწილი განხორციელებულია, ნაწილზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.

 

  1. საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებთან დაკავშირებით

პროექტის მიზანია სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება. პროექტის განხორციელების შედეგად, გაიცემა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის რელიგიური პოლიტიკის გასატარებლად. ასევე, მივიღებთ დატრენინგებულ საჯარო მოხელეებს. პროექტის დასასრულს,  შეიქმნება საჯარო მოხელის სახელმძღვანელო.

 

  1. საქართველოში ინტერრელიგიური განათლების ხელშეწყობა

პროექტი მნიშვნელოვანია სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ურთიერთპატივისცემას მულტირელიგიურ საზოგადოებაში. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მრავალფეროვნების გაგებას,  რელიგიური თავისუფლების მხარდაჭერასა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებისადმი  შემწყნარებლური დამოკიდებულების გაღრმავებას; ასევე, მოსწავლეთა რელიგიური ცოდნის ამაღლებასა და პროზელიტიზმის პრევენციის ხელშეწყობას.

ამ მიმართულებით, გასულ წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები: რელიგიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშესაწყობად, შემუშავდა და გაფორმდა მემორანდუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.  უახლოეს მომავალში ანალოგიური მემორანდუმების გაფორმება სხვა უმაღლეს სასწავლებლებთნაც იგეგმება:

  1. ილიას სახელობის უნივერსიტეტი
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  3. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
  5. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
  1. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
  2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  3. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  4. გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი
  5. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
  6. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  9. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  10. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ზემოთ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებთან მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში რელიგიური განათლების  დონის ამაღლებას.

 

  1. კაპელანის ინსტიტუტი

პროექტი „კაპელანის ინსტიტუტის“ შესახებ,  აღნიშნული ინსტიტუტის დახვეწასა და მის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას ემსახურება. კაპელანის ინსტიტუტის დანიშნულებაა: სასულიერო პირების ჩართულობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და სულიერი რჩევებით  მათი პენიტენციის (სინანულის გზით აღდგენა) უზრუნველყოფა; ასევე, სამხედრო მოსამსახურეთა შორის ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრება.

ამ პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ბრიტანეთში ვიზიტისას, დამყარდა კავშირები შესაბამის თემაზე მომუშავე სამსახურებთან და მეცნიერებთან. კერძოდ, კარდიფის უნივერსიტეტის დოქტორ, წმ. მიქაელის კოლეჯში კაპელანების პროგრამის ხელმძღვანელ, ენდრიუ ტოდთან.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და თავდაცვის სამინისტროებთან, რათა მოხდეს სააგენტოსთან ერთად შერჩეული კაპელანების გადამზადება  დიდ ბრიტანეთში. ამ სამინისტროებმა  მიმდინარე წლის ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინეს კაპელანების გადამზადებისათვის განკუთვნილი ხარჯები. საქართველოში დაბრუნებული დატრენინგებული კაპელანები, თავის მხრივ, იზრუნებენ ბრიტანეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კოლეგა კაპელანებსა და სასულიერო პირებს გაუზიარონ.

 

  1. მულტიკულტურული და რელიგიათაშორისი ფესტივალი - „განსხვავებულნი და თანასწორნი“

პროექტის იდეა გულისხმობს სხვადასხვა ეთნიკური ან/და რელიგიური ჯგუფის დაახლოებას, დამეგობრებასა და მათ შორის  სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების საშუალებით ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგის წახალისებას.

სააგენტოს განზრახული აქვს, ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, დედაქალაქთან დაძმობილებული ქალაქების სიას დაემატოს მონოთეისტურ რელიგიათა ძირითადი ქვეყნების დედაქალაქები და ადმინისტრაციული ცენტრები, სადაც ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატში  ჩატარდება მულტიკულტურული და რელიაგიათაშორისი ფესტივალი „განსახვავებულნი და თანასწორნი“. 

  1. „ტოლერანტობის სკვერი“

ინტერრელიგიური და კულტურათაშორისი ფესტივალის პროექტიდან ცალკე გამოიყო იდეა ტოლერანტობის სკვერის შექმნის თაობაზე. პროექტი განხორციელდა 2014 წლის შემოდგომაზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, როდესაც სააგენტომ მიმართა თბილისის მერიასა და საკრებულოს. პრემიერისა და თბილისის მერიის უშუალო ჩართულობითა და ხელმძღვანელობით, 16 ნოემბერს,  ღვინისა და მეტეხის აღმართებს შორის, ევროპის მოედანთან ახლოს გამოიყო სკვერი, რომელსაც „ტოლერანტობის სკვერი“ ეწოდა. ტოლერანტობის სკვერში დაგეგმილია ტოლერანტობის მემორიალის გახსნაც. მემორიალის პროექტზე გამოცხადდება კონკურსი. ტოლერანტობის სკვერი უახლოეს მომავალში  საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნება.

 

  1. ინტერრელიგიური კალენდარი

2014 წლის ზაფხულში დაიწყო მუშაობა რეგიონში ნოვაციური პროექტის, ინტერრელიგიური კალენდრის შესადგენად. სააგენტომ აქტიურად ითანამშრომლა საქართველოში არსებულ 5 ტრადიციულ კონფესიასთან, რის შედეგადაც შეიქმნა ინტერრელიგიური კალენდრის ვერსია, რომელიც  2015 წლის დასაწყისში გამოიცა. ინტერრელიგიური კალენდარი გამოიცემა ყოველწლიურად, რაც ხელს შეუწყობს  განსხვავებული რელიგიის მქონე ადამიანთა შორის გაუცხოების დაძლევას. იგეგმება ინტერრელიგიური კალენდრის ელექტრონული ვერსიის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებაც.

 

 

რელიგიის სააგენტოს საინფორმაციო პოლიტიკა

აღნიშნული პროექტები, საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა, აუცილებლობით მოითხოვს საზოგადოების დროულ და სწორ ინფორმირებას. სააგენტოს PR-სტრატეგიის  ძირითადი მიზნები ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი  გზების გამოყენებით:

  • მასმედიის საშუალებით;
  • სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით;
  • რელიგიურ კონფესიებთან ურთიერთობით;
  • სახელისუფლო სტრუქტურებთან სწორი კომუნიკაციით;
  • სოციალური რეკლამით;
  • ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, მოსწავლეებთან ურთიერთობით;
  • რეგიონებთან ურთიერთობით;
  • ლიდერთა ისეთი გუნდით, რომელსაც მაგალითის ძალა ექნება სოციუმისათვის.

 

ზოგადი და ძირითადი სტრატეგიები

საქართველომ დაიწყო ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი, რაც გულისხმობს ეროვნული გამოცდილებისა და თანამედროვეობის მოთხოვნების საფუძველზე მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რამაც  ქვეყანას უნდა დაუბრუნოს თავის კუთვნილი ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. მესიჯთა სისტემის შემუშავება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ. სააგენტოს ძირითადი მისიიდან გამომდინარე,  შევიმუშავეთ

დირექტიული სტრატეგიული მესიჯები:

  • სწორედ, ადამიანის რელიგიური თავისუფლების დაცვაა დღეს სახელმწიფოსათვის საციცოცხლოდ აუცილებელი, როგორც მისი სტრუქტურის ეგზისტენციალური საფუძველი;
  • სწორედ, საკუთარი და სხვისი რელიგიური თავისუფლების, როგორც ღირსების აღიარებაა დღეს გადამწყვეტი თითოეული მოქალაქისა და მთელი საზოგადოების ზნეობრივი განახლებისათვის;
  • სწორედ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნებაა – არ დაირღვეს ქვეყანაში ადამიანთა რელიგიური თავისუფლება - რაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოს მიზნებს;
  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიზანია, სწორედ პოპულიზმის გარეშე, მეთოდურად, მკვეთრი შინაგანი ნებით, შეიტანოს ცვლილებები ქვეყნის საკანონმდებლო და სოციალურ სტრუქტურებში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

მთელმა დასავლურმა ცივილიზებულმა სამყარომ, დემოკრატიული სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე,  ყურადღება, სწორედ, ადამიანის რელიგიური თავისუფლების დაცვის საკითხებზე შეაჩერა. ქართული სახელმწიფო უკვე ბიუჯეტითაც უწევს ლობირებას ძირითადი რელიგიური ორგანიზაციების  საქმიანობას.

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების ერთ-ერთ მთავარ გარანტს, რადგან:

  • სწორედ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უნდა ესმოდეს ყველაზე უკეთ ადამიანის რელიგიური თავისუფლების, როგორც ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულების, საზრისი და მნიშვნელობა;
  • სწორედ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უნდა ესმოდეს კარგად სამოქალაქო სექტორის  ადგილი და როლი საზოგადოებაში;
  • სწორედ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უნდა ზრუნავდეს იმისათვის, რომ ჩვენს ახალგაზრდა თაობას,  მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ საზოგადოებრივი ორგანიზმის ცალკეულ ჯგუფებში შეღწეული  უმძიმესი სენის - ადამიანის რელიგიური უფლებების დარღვევის მიმართ,  რომლის დაძლევაც მხოლოდ ზნეობრივი განახლების გზით არის შესაძლებელი;

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან,  ძირითადი პროპაგანდისტული მესიჯი ასე ჩამოყალიბდა:

უნდა დამკვიდრდეს მრწამსი,  რომ დემოკრატიული ქართული სახელმწიფო მხოლოდ ახლებურად მოაზროვნე, ზნეობრივმა ადამიანებმა უნდა (შეიძლება) ააშენონ

ამ  პრინციპით  დაიგეგმა და განხორციელდა  შეხვედრები,  გაფორმდა ოქმები და მომზადდა ინფორმაციები მედიისთვის. საანგარიშო პერიოდში მომზადდა რამდენიმე ათეული წერილი, პრეს-რელიზი.  ეს ინფორმაციები განთავსდა ჩვენს ვებ-საიტსა და ფეისბუქ გვერდზე. მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა პრესკონფერენციები. ყველა მათგანი  გააშუქა  მასმედიამ.

 

 

მენეჯმენტი და ადმინისტრირება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქართულ სივრცეში სრულიად ახალი სტრუქტურაა, რომლის მართვის გამოცდილება შესაბამისად, არ არსებობს. გამომდინარე აქედან, არც ამ პრობლემატიკის გადაწყვეტის უზრუნველყოფის პრაქტიკა არსებობდა. სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს ფუნქციობისთვის სწორი ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და ლოჯისტიკის აწყობა.

ადმინისტრაციული სამსახურის დებულების შესაბამისად, არსებული რესურსებით გაანალიზდა შექმნილი სასტარტო მდგომარეობა და დაისახა პირველ რიგში გადასაწყვეტი ამოცანები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების სრულყოფილი საქმიანობისათვის, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს მთავრობის N177 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, გამოიცა ორგანიზაციული ბრძანებები (სულ 46) და ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი  აქტები (სულ 5 ), რასაც წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის  2014 წლის  27 მაისის N 939 განკარგულება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საშტატო ნუსხის  21 საშტატო ერთეულით განსაზღვრის შესახებ.

2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო 572 200,00 (ხუთას სამოცდათორმეტი ათას ორასი) ლარი. რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება მოხდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან: 1 750 000 (ერთი  მილიონ შვიდასორმოცდაათი ათასი) ლარი. სულ ჯამმა შეადგინა 2 322 200,00 (ორი მილიონ სამასოცდაორი ათას ორასი) ლარი (დანართი N15).

სააგენტოს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, რელიგიურ გაერთიანებებთან და მრჩეველთა საზოგადოებრივ საბჭოსთან გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია“

ეს გახლავთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  მიერ 2014 წლის ივნისი - დეკემბერში შესრულებული საქმიანობის ანგარიში.

სააგენტო მზადაა, გაითვალისწინოს ყველა  წინადადება, რომელიც ჩვენს უფრო ნაყოფიერ მუშაობას შეუწყობს ხელს. გვაქვს კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რელიგიური თავისუფლების საკითხები ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

 

[1] საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები. ტომი I. ცხრილი 28. გვ: 132.

[2]სახელწოდება პირობითია.

 

 

 

 

იხილეთ ფაილი ახალ ფანჯარაში

უკან