რწმენა თავისუფლების აქტია!

რეკომენდაციები

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რეკომენდაცია 2014 წლის 11 ნოემბერი

 

სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის, ამავე დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებებისთვი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობის N437-ე (13.03.2014) განკარგულების მე-2 პუნქტით საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით 2014 წლისთვის განსაზღვრული თანხა - 1 750 000 (ერთი  მილიონ შვიდას ორმოცდა ათი ათასი) ლარი, რელიგიური თემებისთვის განაწილდეს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს ისლამური თემი - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 300 000 (სამასი ათსი) ლარი;

გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი- 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

დ) საქართველოს იუდეური თემი - 150 000 (ას ორმოცდა ათი ათასი) ლარი.

მოგმართავთ თხოვნით, დაავალოთ შესაბამის უწყებას 2014 წლისთვის განსაზღვრული  თანხის დარიცხვა სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე, რათა სააგენტომ შეძლოს აღნიშნული რელიგიური თემებისთვის თანხის დროული გაცემა.


უკან