რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძისა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლის მარგო დე იონგის შეხვედრა

ზაზა ვაშაყმაძისა და   ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლის მარგო დე იონგის შეხვედრა

   25 ივნისს   საქართველოს მთავრობის  კანცელარიაში  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და   ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლის მარგო დე იონგის შეხვედრა.

    სტუმარი დაინტერესდა ახლად დაარსებული სააგენტოს გეგმებით, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების მიმართულებით  განსახორციელებელი პროექტებით.

    შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაცია ფუნქციონირებს და  ამდენად მნიშვნელოვანი და  მისასალმებელია  რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნა.

    სტუმარმა ისაუბრა იმ  საკითხებსა და პროექტებზე, რომლებსაც   ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ახორციელებს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების   მიმართულებით  და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

    ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა  მარგო დე იონგს  გამოთქმული    დახმარების სურვილისა   და რჩევებისათვის.


უკან