რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ფილიპ დიმიტროვთან

ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ფილიპ დიმიტროვთან

მიმდინარე წლის 30 ივლისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი მიიღო.

ზაზა ვაშაყმაძემ  სტუმარს სააგენტოს მიზნები, ამოცანები და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია  გააცნო.  აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ კურსი ევროპისაკენ აიღო.

ფილიპ დიმიტროვი დაინტერესდა, სააგენტოს შექმნამდე რომელი სტრუქტურა მუშაობდა კონფესიებთან და სახელმწიფო როგორ წარმართავდა რელიგიის პოლიტიკას ქვეყანაში.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს  აგრეთვე რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობასა და ამასთან დაკავშირებით  გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე,  სომხურ და მუსლიმურ თემთან  თანამშრომლობის საკითხებზე.

სტუმარმა აღნიშნა, რომ ბრიტანელებისა  და ევროკავშირის სხვა  ქვეყნების  გამოცდილების გაზიარება  სააგენტოსთვის წარმატების საწინდარი იქნება და   ხელმძღვანელებს დახმარება აღუთქვა ყველა მის კომპეტენციაში შემავალ   საკითხებთან დაკავშირებით. 


უკან