რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან

ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან

  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას ელჩმა ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, რომელშიც საუბარია საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ. აღინიშნა რომ, ანგარიშის მომზადებისას საქართველოში არ არსებობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, მომავალში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აუცილებლად გაითვალისწინებს ამ მიმართულებით სააგენტოს მიერ მომზადებულ ინფორმაციას.

 შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს. სააგენტოს თავმჯდომარემ ამ  საკითხთან დაკავშირებით ელჩს სახელმწიფოს ხედვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს ამასთან ერთად გააცნო სააგენტოს ინიციატივა მიმდინარე წლის ბოლოს თბილისში  საერთაშორისო ფორუმის გამართვის შესახებ, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის საკითხებს მიეძღვნება და რომელშიც მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის რელიგიის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყება და რელიგიური ლიდერი  მიიღებს.

 რიჩარდ ნორლანდმა სააგენტოს აღნიშნული ფორუმის ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ამ ღონისძიებაში შეერთებული შტატების ახლად დანიშნული სახელმწიფო ელჩი რელიგიის თავისუფლების საკითხებში რაბინი დევიდ საპერსტეინი ჩაერთვება.

 


უკან