რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძემ სლოვენიის ექსპრეზიდენტი და მადრიდის კლუბის წევრი დანილო ტურკი მიიღო

ზაზა ვაშაყმაძემ სლოვენიის ექსპრეზიდენტი და მადრიდის კლუბის წევრი დანილო ტურკი მიიღო

დღეს, 11 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში  მიიღო  სლოვენიის ექსპრეზიდენტი და მადრიდის კლუბის წევრი  დანილო ტურკი და მისი თანმხლები პირები:  ქლემენტს მაკარტნი - მადრიდის კლუბის მრჩეველი და შერიგების რესურსების ასოცირებული წევრი,  აირინ ვერგარა  - მადრიდის კლუბის პროგრამის ხელმძღვანელი, მირა სოვექერი -არასამთავრობო ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ ხელმძღვანელი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რელიგიის თავისუფლებისა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ფონზე  რელიგიური იდენტობის  მნიშვნელობასა  და  აქტუალობაზე, მიმოიხილეს საქართველოში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა.

 სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო თავისი რელიგიური და ეთნიკური მრავლაფეროვნებით საინტერესო ქვეყანაა,  მოიწონეს სახელმწიფოს ინიციატივა კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი  ტრადიცია და  მემკვიდრეობითობა.      დანილო ტურკმა მასპინძლებს შესთავაზა მადრიდის კლუბის წევრთა დიდი გამოცდილების  გაზიარება და თანამშრომლობა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა  და  ამ  სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები.

დასასარულ, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე, რომლებიც  ძირითადად  საგანათლებლო საქმიანობასა  და სამოქალაქო საზოგადოების ჰარმონიულობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 ცნობისათვის,  მადრიდის კლუბში გაერთიანებული არიან სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, რომლებიც  იბრძვიან მსოფლიოში დემოკრატიის გასამყარებლად.

 


უკან