რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩი მიიღო

ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩი მიიღო

დღეს, 29 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩეხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ტომას პერნიცკი მიიღო.

 ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო სააგენტოს საქმიანობა, მიზნები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და შემდგომ  გეგმებზეც ისაუბრეს.  

 ტომაშ პერნიცკიმ    კმაყოფილება  და აღფრთოვანება  გამოხატა საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემოსა და რელიგიური თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის გამო.

ამასთან, სტუმარმა სააგენტოს ხელმძღვანელს გაუზიარა თავისი ხედვა  რელიგიის სფეროში  მიმდინარე პროცესების შესახებ.    მხარეებმა   ისაუბრეს იმ პრობლემებსა და ვალდებულებებზეც,   რომლებიც რელიგიის სფეროში  ჯერ კიდევ გადაუჭრელია  და  რომელთა განხორციელებაც    სახელმწიფოსა და სააგენტოს   სხვადასხვა კონფესიასთან მიმართებაში აკისრია.  

            გამოითქვა მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, შემდგომი თანამშრომლობის ფორმატში განიხილეს  ჩეხეთში ვიზიტი, როგორც გაცნობისა და  გამოცდილების გაზიარების  საუკეთესო შესაძლებლობა.   


უკან