რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძემ ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ელიტა გაველე მიიღო

ზაზა ვაშაყმაძემ ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  საქართველოში - ელიტა გაველე  მიიღო

            დღეს, 17  ნოემბერს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  საქართველოში - ელიტა გაველე  მიიღო და  საზეიმო ვითარებაში გადასცა  2015 წლის საუკეთესო ტოლერანტი დიპლომატის წოდების დამადასტურებელი სიგელი. ეს წოდება ელჩს  ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიენიჭა.  

            სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ   ლატვიის სახელმწიფო საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა.  დაარსების დღიდან  კი სააგენტოსა და  ელჩს  ნაყოფიერი საქმიანობა და თანამშრომლობა  აკავშირებთ.

            ზაზა ვაშაყმაძემ ელიტა გაველეს გააცნო  ტოლერანტობის სკერში განსათავსებელი  გამარჯვებული სკულპტურული კომპოზიციის ესკიზი და მიაწოდა ინფორმაცია  გამართული კონკურსისა და გამარჯვებული ავტორის შესახებ.

            ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს  ასეთი დაფასებისათვის. აღნიშნა, რომ ეს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სააგენტო რელიგიის სფეროში  ბევრ  საქმეს აკეთებს და მის ხელმძღვანელს  წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

            დასასრულ, ზაზა ვაშაყმაძემ  ელჩს ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. 


უკან