რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძემ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი მიიღო

ზაზა ვაშაყმაძემ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი მიიღო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი .
ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. აღნიშნა, რომ სახელმწიფო იცავს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და სააგენტოს საქმიანობაც სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ახლა მუშაობს, კერძოდ, ისაუბრეს კონფესიებთან თანამშრომლობის, რელიგიური განათლების, ქონებრივ-საფინანსო და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
იანოშ ჰერმანმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია და იცავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, ეს პოლიტიკა ამ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ეს მარტივი საკითხი არ არის და ის გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. 
ელჩი დაინტერესდა საქართველოს ნაკლებად განვითარებული რეგიონების საკითხით, სადაც ძირითადად ეროვნული უმცირესობები სახლობენ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების ხარისხით იზომება მისი დემოკრატიულობა. 
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სხვა აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.


უკან