რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთში

ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ქალაქ სტრასბურგში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენელ იურის რუდევსკისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენელ ზია საგა ტანიართან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მიმართულებით და პრეცედენტული სააქმეები. ვენეციის კომისიაში გამართულ შეხვედრაზე კომისიისა და სააგენტოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს რელიგიის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითად პრინციპებსა და სამართლებრივ ინსტიტუტებზე. საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ამ მიმართულებით მდგარი გამოწვევების შესაბამისად და გაზიარებული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვრა რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებობის დახვეწის პირველადი მიმართულებები.

 


უკან