რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძე ევროსაბჭოს პოლიტიკურ მრჩეველს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე ევროსაბჭოს პოლიტიკურ მრჩეველს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე ევროსაბჭოს პოლიტიკურ მრჩეველს  საქართველოში  ტომ ტრიერსა და მის თანმხლებ პირებს    შეხვდა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს  რელიგიის სფეროში არსებული მდგომარეობა,  რელიგიური ორგანიზაციების პრობლემები, მოისმინეს  სააგენტოს ინფორმაცია  ამ მიმართულებით  განხორციელებული საქმიანობისა და გეგმების შესახებ.

 სტუმრებმა აღნიშნეს, რომ   რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში  გაეცნენ საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ სიტუაციას, შეხვდნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს და დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.

სტუმრები დაინტერესდნენ ადიგენის რაიონის სოფ. მოხეში  საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებული  პრობლემით. ზაზა ვაშაყმაძემ განუმარტა მათ, რომ შეიქმნა ამ საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელიც დაადგენს  ძეგლის წარმომავლობასა და   მიიღებს ერთიან, შეჯერებულ გადაწყვეტილებას.  

მხარეებმა ისაუბრეს რესტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. აღინიშნა, რომ სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება და  ოთხ ძირითად, ტრადიციულ კონფესიას გამოეყო დაფინანსება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად,  ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გაგრძელდება.

დასასრულ, სტუმრებმა საინტერესო და სრულყოფილი ინფორმაციისა და განმარტებებისათვის  სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს . 


უკან