რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციას შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციას შეხვდა

2015 წლის 24 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ უმასპინძლა ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციას, ადამიანის უფლებების და ეფექტური მმართველობის ატაშეს, ევა პასტრანას ხელმძღვანელობით.

სააგენტოს შექმნისა და სტრუქტურის, რელიგიურ სფეროში  არსებული ვითარების მიმოხილვის შემდგომ, დელეგაციის წევრები გაეცნენ „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების 2015 წლის სტრატეგიას“, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა განმარტებამ იმის თაობაზე, რომ სტრატეგიის დოკუმენტი ღიაა განხილვისთვის, მის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო სააგენტოს „მრჩეველთა საზოგადოებრივმა საბჭომ“, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან, და რომ მის საბოლოო დამტკიცებამდე შემოსული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

დელეგაციის წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს სააგენტოს  მჭიდრო  თანამშრომლობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უწყებასთან. ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ორმხრივი  თანამშრომლობის სურვილი.


უკან