რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქალაქეთა უსაფრთხოების გუნდის წევრებს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქალაქეთა უსაფრთხოების გუნდის წევრებს   შეხვდა

დღეს, 6 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქალაქეთა უსაფრთხოების გუნდის წევრების - ჯირი როუსისა და ჟანა ნაფას  შეხვედრა.

შეხვედრა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო   სააგენტოს საქმიანობისა და საქართველოს კონფლიქტურ  რეგიონებში - აფხაზეთსა და  სამაჩაბლოში, ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარების გაცნობა.

 ზაზა ვაშაყმაძემ  სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია  მიაწოდა       ერთი წლის განმავლობაში  სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა  და  იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს,    კერძოდ, ისაუბრეს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, ინტერრელიგიურ ფორმატში   თანამშრომლობის,  სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო,   ქონებრივი და სხვა საინტერესო  საკითხების შესახებ.

  შეხვედრის მონაწილეებმა  განიხილეს   აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რელიგიური ორგანიზაციების  საქმიანობა.   სტუმრები დაინტერესდნენ  პანკისის ხეობაში სააგენტოს მიერ  განხორციელებული  პროექტებითა  და სამომავლო გეგმებით.   ზაზა ვაშაყმაძემ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს   გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  ინიციატივა საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების უფასო სამედიცინო გამოკვლევების შესახებ. ასეთი აქცია ადიგენსა და პანკისში უკვე გაიმართა და  რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, აჭარაშიც გაგრძელდება.  აღინიშნა, რომ სააგენტოსა  და მუსლიმთა სამმართველოს ხელშეწყობით   დაიწყო დუისის  სარიტუალო შენობის რეკონსტრუქცია.  საქართველოს ამ  რეგიონში სხვა, კერძოდ,   საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებიცააა დაგეგმილი .

   ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის  გამო  და  მადლობა გადაუხადეს  სააგენტოს  თავმჯდომარეს საინტერესო ინფორმაციისათვის.

 


უკან