რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

დღეს, 28 იანვარს,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენლის - ალბერტე ნისერის   შეხვედრა.

სტუმრები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობასა და  გეგმებს.  ამასთან ერთად, ისაუბრეს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში - აფხაზეთსა და  სამაჩაბლოში - ადამიანის  რელიგიის თავისუფლების მიმართულებით   არსებულ პრობლემებზე.

ზაზა  ვაშაყმაძემ  სტუმრებს  შესთავაზა თანამშრომლობა   რელიგიისა და კონფლიქტის  ურთიერთმიმართების  ფორმატში.  განიხილეს ერთობლივი საქმიანობის  დეტალები, კერძოდ,       არსებული პრობლემების  მოგვარების საქმეში  ზუგდიდსა და გორში  არსებული  ევროკავშირის  მისიის წარმომადგენელთა მონაწილეობის ფორმები.

შეხვედრაზე  ისაუბრეს აგრეთვე  ბავშვებსა და ახალგაზრდებში  რელიგიის  განათლების საკითხებზე.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს  ხელმძღვანელ პირებს და     წარმატება უსურვეს მათ შემდგომ საქმიანობაში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ  სააგენტოს  სამართლებრივი  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია  და  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - მალხაზ აფციაური. ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მარეკ კუბიჩეკი და   მარიო სეგრეტო.


უკან