რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთში რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთში რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

9 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ბულგარეთში რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული საბჭო ბულგარეთის რესპუბლიკაში უკვე 8 წელია, რაც ფუნქციონირებს და მისი შემადგენლობა განისაზღვრება 6 ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებით: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ბულგარეთის ებრაული თემი (რაბინი პენოვი),  კათოლიკური ეკლესია (პეტკო ვალოვი). ევანგელური ეკლესია (ნიკოლაი ნედელჩევი), მუსლიმი თემი (აჰმედ აჰმედოვი) და სომხური ეკლესია (რუპენ კრიკორიანი).

 მასპინძელმა მხარემ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და დელეგაციის წევრებს გააცნეს რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ამოცანები, მადლობა გადაუხადა ბულგარეთში ვიზიტისთვის და გამოთქვა მზაობა ორმხრივი თანამშრომლობისთვის. სააგენტოს თავმჯდომარემ, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა გულთბილი მიღებისათვის და საბჭოს წევრებს გააცნო სააგენტოს საქმიანობა, მისი სამომავლო მიზნები და ამოცანები. ასევე, ზაზა ვაშაყმაძემ საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ახლადშექმნილი ინტერრელიგიური საბჭოს შესახებ. ამით სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

 


უკან