რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთის პატრიარქს, მის უწმინდესობას ნეოფიტეს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთის პატრიარქს, მის უწმინდესობას ნეოფიტეს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა

9 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ნეოფიტეს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს რეზიდენციაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ, ასევე, საქართველოს საგანგაებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძე, ელჩის მრჩევევლი კრასიმირა წაბრია და რელიგიისა და რწმენის საქმეთა დირექტორატის დირექტორი, ემილ ველინოვი.

პატრიარქმა ნეოფიტემ გულთბილი შეხვედრა მოუწყო დელეგაციის წევრებს, მოიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დალოცა ერთმორწმუნე საქართველო და ქართველი ერი.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ბულგარეთის პატრიარქს მოუთხრო რელიგიის სფეროში საქართველოში არსებული ვითრების შესახებ, მადლობა გადაუხადა  გულთბილი დახვედრისთვის, უსახსოვრა ქართულ ენაზე გამოცემული ლოცვანი და ფსალმუნნი და გადასცა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევა.

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში გრძელდება.

 

 

უკან