რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ვიზიტი თურქეთში

ვიზიტი თურქეთში

     თურქეთში გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის მეჰმედ გორმეზის შეხვედრა, რომელიც უწყებათაშორისი გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის, კერძოდ, საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ქრისტიანებისა  და მუსლიმების რელიგიური უფლებების დაცვისა და მისი განხორციელების  საკითხები.

 მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე და ამ ფარგლებში განსაზღვრავენ საქმიანობის  კონკრეტულ სფეროებსა და მიმართულებებს. 


უკან