რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ვიზიტი ლიტვაში დასრულდა

ვიზიტი ლიტვაში დასრულდა

ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ  ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების და პროფესიული გადამზადების დეპარტამენტის საშუალო და უმაღლესი განათლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ვილია სიპაიტე, განათლებისა და აღზრდის ცენტრის პროგრამის განყოფილების მეთოდისტი ვილია ზელიენკიენე და ლიტვის საგანმანთლებლო უნივერსიტეტის დოცენტი, დოქტორი გიედრე რუდევიჩიუტე. საუბრის დროს განიხილეს  სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობის, ლიტვის რესპუბლიკის საკანონმდებლო რეგულაციებისა და ზოგადსაგანმანთლებლო სისტემაში რელიგიური განათლების სისტემის საკითხები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დასრულდა. 

 


უკან