რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

 

  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია განაგრძობენ  ოფიციალურ ვიზიტს  დიდ ბრიტანეთში.

  დღეს  გაიმართა შეხვედრა ტონი ბლეერის   რწმენის ფონდის დირექტორთან მეთიუ ლორენსთან, განათლების პროგრამის ხელმძღვანელთან იან ჯეიმსონთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

  შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში რელიგიური განათლებისა და ამ მიმართულებით  საუნივერსიტეტო და  სასკოლო  პროგრამების  შემუშავების  საკითხი.

   მოლაპარაკებისას მასპინძლებმა     საქართველოსთან თანამშრომლობის, ქვეყანაში  არსებული ვითარების შესწავლისა და   საგანმანათლებლო პროგრამების   მომზადების   ხელშეწყობის  სურვილი  გამოთქვეს.

  ტონი  ბლეერის რწმენის ფონდის ხელმძღვანელებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს   უფროსს აღუთქვეს  დახმარება მსოფლიოს  იმ წამყვან უნივერსიტეტებთან დაკავშირებაში, რომლებიც მუშაობენ რელიგიისა და პოლიტიკის, სამართლის,  სოციოლოგიისა და თეოლოგიის მიმართულებით.

  ზაზა ვაშაყმაძემ  ფონდის ხელმძღვანელები  შემოდგომაზე საქართველოში დაგეგილ საერთაშორისო კონფერენციაზე  მოიწვია, რომელიც    სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის საკითხებს მიეძღვნება.

 ტონი ბლეერის რწმენის ფონდი მსოფლიოს 30 ქვეყანასთან თანამშრომლობს  რელიგიის განათლების საკითხებზე  და  ჰყავს  100 000- მდე სტუდენტი.  


უკან