რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ვიზიტი ბულგარეთში

ვიზიტი ბულგარეთში

6 ივლისს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში.  სოფიაში სააგენტოს დელეგაცია შეხვდა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიისა და რწმენის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს, ემილ ველინოვს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რელიგიის სფეროში არსებულ ვითარებასა და იმ ახალ გამოწვევებზე, ორივე ქვეყნის წინაშე რომ დგას. ორივე ქვეყნის უწყებათა ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ, გარკვეულწილად, არსებული პრობლემები იდენტურ ხასიათს ატარებს და ამ თვალსაზრისით, გამოცდილების ურთიერთგაზიარება სასარგებლო იქნება.  შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ და ემილ ველინოვმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში გრძელდება.

 

 

 

უკან