რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს სიტყვა სააგენტოს კონფერენციაზე

თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს სიტყვა სააგენტოს კონფერენციაზე

დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული ამდენი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად დასწრება, რომელიც მჯერა თავისთავად არის მაჩვენებელი საქართველოს მულტირელიგიური ბუნებისა და  საუკუნეების განმავლობაში ინტერრელიგიური ტოლერანტობისა ქვეყანაში. ასევე გავიმეორებ ჩემი პატივცემული კოლეგების სიტყვებს, რომ დეტალური ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო დაპირების შესრულება, რომელიც მოიცავს რელიგიის თავისუფლების გამყარებას ქვეყანაში და ეხმარება ყველა რელიგიურ თემს თავისი რელიგიური უფლებების განხორციელებაში.

ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სააგენტო გასცდა ჩამოყალიბებისა და კვლევების ეტაპს. მე ვიხილე თქვენი 2016 წლის პროგრამა, რომელიც ძალიან ამბიციურია და გისურვებთ წარმატებას მის განხორციელებაში.

ჩვენც გვაქვს ანალოგიური სააგენტო და გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში, ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის უფრო ინტენსიური ხდება. საინფორმაციო და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად ყველა ჩვენთაგანი უფრო დაუცველი ხდება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების სწავლებებისა და მესიჯებისადმი.

დღევანდელ სამყაროში ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად და უნდა მოხდეს მათი სათანადო იმპლემენტაცია პრაქტიკაში. ამისთვის ბევრი რამეა გასაკეთებელი. უპირველეს ყოვლისა რელიგიური განათლება. რელიგიური განათლების უფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი რელიგიის ნამდვილი მესიჯების გასავრცელებლად, რომლებიც ვფიქრობ მეტნაკლებად საერთოა.

უაღრესად მნიშვნელოვანია რელიგიურ ჯგუფებს მიეცეთ საკუთარი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობის საშუალება, რათა თავი არ იგრძნონ გაუცხოებულად. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ზემოთთქმული ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ სააგენტო ახლო დიალოგშია რელიგიურ თემებთან და თურქეთი მზადაა ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს ამასთან დაკავშირებით.

ვიცი, რომ იყო ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია სააგენტოსა და მის კოლეგა სტრუქტურასთან თურქეთში და ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

დიდი მადლობა!


უკან