რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

შეხვედრა თურქეთის ელჩთან

შეხვედრა თურქეთის ელჩთან

 12 ივნისს საქართველოს მთავრობის  კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და თავმჯდომარის მოადგილის ლელა ჯეჯელავას შეხვედრა  თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში  ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან.

   შეხვედრაზე ისაუბრეს ახლად დაარსებული სააგენტოს საქმიანობისა და მიზნების შესახებ, ასევე  რელიგიის სფეროში  ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთობის საკითხზე.

  თურქეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთ მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,   რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნა მისასალმებელი  ფაქტია.  ამით სახელმწიფო კიდევ ერთხელ უსვამს  ხაზს  რელიგიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას.

  ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ  მზადყოფნა გამოთქვა თავის  ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარებით ხელი შეუწყოს და ითანამშრომლოს  სააგენტოსთან.

 დასასრულ, ელჩმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარეს და წარმატება უსურვა თავის საქმიანობაში.

 


უკან