რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იური ვარდანიანთან

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იური ვარდანიანთან

დღეს, 19 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ  სამუშაო შეხვედრა გამართა   სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იური ვარდანიანთან.

მხარეებმა მიმოიხილეს რელიგიის სფეროში  დღეს არსებული მდგომარეობა, ისაუბრეს პრობლემებზეც და აღნიშნეს, რომ  თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა  არის  ამ სფეროში არსებული ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საკითხების მოგვარების მთავარი გზა და რომ მცირე ერებს  მხოლოდ ერთმანეთის მოკავშირეობით შეუძლიათ ადგილის დამკვიდრება თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

სააგენტოს თავმჯდომარე და სომხეთის ელჩი შეთანხმდნენ  სომხეთის  შესაბამის სტრუქტურასთან   შემდგომი  თანამშრომლობის საკითხებზე.

დასასრულ, ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - იური ვარდანიანს გამოთქმული სურვილებისა და თანამშრომლობისათვის.


უკან