რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელ პასკალ კურტადთან

შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელ პასკალ კურტადთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, 20 აპრილს პარიზში შედგა შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელ პასკალ კურტადთან. ფრანგმა კოლეგამ დელეგაციას გააცნო საკუთარი უწყების საქმიანობის მრავალმხრივი მიმართულებები და სპეციფიკა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ უკანასკნელი მოვლენების (პარიზის ტერაქტი) ფონზე, საფრანგეთის სახელმწიფო განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რაც რელიგიური პოლიტიკის ერთიან სფეროში, უსაფრთხოების საკითხებზე დამატებით ფოკუსირებას მოითხოვს. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს რელიგიის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთის სახელმწიფოების წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.


უკან