რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

შეხვედრა პოლონეთის ელჩთან ანჟეი ჩიეშკოვსკისთან

შეხვედრა პოლონეთის ელჩთან ანჟეი ჩიეშკოვსკისთან

დღეს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო  საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული ვითარება  და პერსპექტივები.

პოლონეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ის კარგადაა ინფორმირებული საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ჩამოყალიბებული ტოლერანტული გარემოს შესახებ, რის თაობაზეც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრებისას შეიტყო. ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა ამ თვალსაზრისით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობით, მიესალმა სააგენტოს შექმნას და დაადასტურა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. ბატონმა ჩიეშკოვსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ  პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხელს შეუწყობს სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრას მის პოლონელ კოლეგასთან.

 


უკან