რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

შეხვედრა პეტრიწონის მონასტრის წინამძღვართან

შეხვედრა პეტრიწონის მონასტრის წინამძღვართან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა  სააგენტოს დელეგაციასა და პეტრიწონის მონასტრის (ბაჩკოვოს მონასტრის) წინამძღვართან, არქიმანდრიტ სიმონთან და მართლმადიდიებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, კირილესთან. მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს გააცნეს მონასტრის დამაარსებელი ტაოელი ძმების გრიგოლ და აბას ბაკურიანის  ძეთა ისტორია. მათ  მადლიერებით აღნიშნეს  პეტრიწობის  მონასტრის როლი ბულგარეთის კულტურული, რელიგიური და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

მასპინძელმა მხარემ  ხაზი გაუსვა ქართულ-ბულგარული ურთიერთობების ტრადიციას   და გამოთქვა  სურვილი  ორი ქვეყნის ურთიერთობის ფარგლებში გაკეთდეს საერთო პროექტები რელიგიური ტურიზმის განვითარების, ასევე,  ქართველი მართლმადიდებელი სტუდენტების განათლების მიღების ხელშესაწყობად. მონასტრის წინამძღვარმა და ეპისკოპოსმა გამოთქვეს სურვილი, რომ ქართველმა მართლმადიდებელმა ბერებმა იმოღვაწეონ პეტრიწონის მონასტერში, რამდენადაც, როგორც  ტიპტიკონშიც არის  ნათქვამია,  პეტრიწონის მონასტერი ეკუთვნოდა ქართველებს. შეხვედრა ტრაპეზით დასრულდა.

 


უკან