რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

შეხვედრა ლიტვის ელჩთან

შეხვედრა ლიტვის ელჩთან

დღეს, 12 აგვისტოს, მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, მისი მიზნები და ამოცანები, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ლიტვის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა რელიგიის სააგენტოს აქტიური საქმიანობის გამო, წარმატებები უსურვა მას და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ლიტვაში მიიპატიჟა. ზაზა ვაშაყმაძემ გამოთქვა იმედი, რომ ლიტვის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს ისეთივე აქტიური საქმიანი ურთიერთობა ექნება რელიგიის სააგენტოსთან, როგორც  მის წინამორბედს ჰქონდა.


უკან