რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

შეხვედრა იტალიის ელჩთან

შეხვედრა იტალიის ელჩთან

 

  25 ივნისს საქართველოს მთავრობის  კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის.

   შეხვედრაზე ისაუბრეს ახლად დაარსებული სააგენტოს გეგმებსა და   ამოცანებზე, ასევე რელიგიის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთობის საკითხზე.

  იტალიის  ელჩმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ ქვეყანაში  რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნა   მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობას.

   ელჩმა  სააგენტოს ხელმძღვანელებს გაუზიარა  თავის  ქვეყანაში  ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება და აღუთქვა დახმარება საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე  დაფუძნებული  რელიგიის პოლიტიკის შემუშავებაში.  

   ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს  გამოთქმული სურვილებისა   და საქართველოს მისამართით  გამოხატული  მეგობრული დამოკიდებულებისათვის.

 


უკან