რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან

შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან

 დღეს, 10 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში  -  ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლს შეხვდა.

  შეხვედრაზე  განიხილეს  რელიგიის სფეროში არსებული პრობლემები და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.

 მხარეები ასევე შეეხნენ  ინტერრელიგიური განათლებისა და ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთის შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის ტონი ბლეერის ფონდთან, თანამშრომლობის საკითხებს.

 დიდი ბრიტანეთის ელჩმა სააგენტოს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მოწვევისათვის და გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისა და დახმარების სურვილი. 

 


უკან