რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან

სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან

დღეს, 15 ოქტომბერს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ელეფთერიოს პროიოსს შეხვდა.

ელჩმა  აღნიშნა, რომ  მიესალმება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნას, რადგან ასეთი სტრუქტურა მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის.

  ბერძნებისა და ქართველების  მეგობრობა და  კეთილმეზობლური დამოკიდებულება იმან  განაპირობა, რომ ამ ორ ერს ბევრი საერთო აქვთ,   უპირველესად კი - რელიგია.

 აღინიშნა, რომ   საბერძნეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და  დამოუკიდებლობას  და გამოთქვა  დახმრებისა და  მათ ქვეყანაში არსებული გამოცდილების გაზიარების სურვილი.

მხარეებმა ისაუბრეს იმ  საერთო საკითხებსა და პრობლემებზეც, რომლებიც ორივე მხარის ძალისხმევით უნდა მოგვარდეს.

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს სტუმრობისა და თანამშრომლობის სურვილებისათვის.


უკან