რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

სააგენტოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი მიიღო

სააგენტოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი მიიღო

28  ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და  საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის ბეტინა კადენბახის შეხვედრა.

ზაზა ვაშაყმაძემ  ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა  უსურვა. 

სააგენტოს  თავმჯდომარემ   აღნიშნა, რომ გერმანია ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პარტნიორია და   მისი როლი   განუზომლად დიდია  ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში. ამდენად, ქვეყნისა და სააგენტოსთვისაც  პრინციპულად მნიშვნელოვანია  ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა.   

ზაზა ვაშაყმაძემ ახლად დანიშნულ ელჩს გააცნო   ერთი წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა,  ყველა ის ძირითადი მიმართულება და გამოწვევა, რომლებიც ამ სფეროში არსებობს.   მხარეებმა განიხილეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიასთან  თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს  საქართველოში გერმანელების   დამკვიდრების  200 წლისთავის  შესახებაც.

ბეტინა კადენბახმა  აღნიშნა, რომ აფასებს იმას, რასაც  სახელმწიფო აკეთებს რელიგიური ორგანიზაციებისათვის, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს  დიდი ისტორია გააჩნია   და დაადასტურა, რომ გერმანიის საელჩო მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას კვლავაც გააგრძელებს  სააგენტოსთან,  ამასთან ერთად,   მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან დაკავშირებული  პრაქტიკულად ყველა  საკითხის   მომზადებაში, რადგან   რელიგიის სფეროში არსებულ  საკითხებს სახელმწიფოსა და  საელჩოს მხარდაჭერა  მუდმივად უნდა სდევდეს თან.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  საქართველოსა და გერმანიას  შორის  სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ელჩმა გამოთქვა სურვილი, რელიგიის სფეროში არსებული  გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელდეს სხვადასხვა ერთობლივი პროგრამა და მომზადდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო ვიზიტი გერმანიაში, რითაც   გერმანიის მხარესაც ექნება  ამ ქვეყანაში  არსებულ მდიდარი გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობა. 

 

უკან