რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქმიანი ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა

სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქმიანი ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქმიანი ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები  გაიმართა  ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან - რაივის კრონბერგთან, იუსტიციის სამინისტროს სექტორული პოლიტიკის განყოფილების დირექტორთან - ოლგა ზეილესა და იუსტიციის სამინისტროს სექტორული პოლიტიკის დეპარტამენტის რელიგიის საქმეთა სამსახურის უფროსთან ეკატერინა მასუკასთან.   

მხარეებმა განიხილეს რელიგიის სფეროში საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო უწყებების საქმიანობის  ძირითადი მიმართულებები.  ლატვიის მხარემ ქართულ დელეგაციას გაუზიარა მრავალწლიანი გამოცდილება. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.


უკან