რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

სააგენტოს თავმჯდომარე საბერძნეთის ელჩის მოადგილეს შეხვდა

სააგენტოს თავმჯდომარე საბერძნეთის ელჩის მოადგილეს შეხვდა

 3 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა  საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის მოადგილეს - ჯორჯ ფსიახასის.

სტუმარმა ზაზა ვაშაყმაძეს  გააცნო ინფორმაცია   მიმდინარე წლის ოქტომბერში  ათენში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის - „ პლურალიზმი და რელიგიური ტოლერანტობა“,  შესახებ და  გადასცა  საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევა ამ ღონისძიებაზე.

  ჯორჯ ფსიახასმა აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანი და საინტერესოა   კონფერენციის მუშაობაში საქართველოს, როგორც  მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყნის, მონაწილეობა    და    დიდ ტრადიციასა და ისტორიაზე დაფუძნებული  სახელმწიფოს    რელიგიური პოლიტიკის  გაცნობა.  

  კონფერენციის მიზანია ახლო აღმოსავლეთში  განვითარებული მოვლენების ფონზე საბერძნეთმა სხვა ქვეყნებთან ერთად  იმსჯელოს რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის საკითხებთან დაკავშირებით.

 მხარეებმა  განიხილეს კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობის დეტალები, ისაუბრეს   ორი ქვეყნის განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობებისა    და  თანამშრომლობის  შესახებ.

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა ჯორჯ ფსიახასის მოწვევისა და კეთილი სურვილებისათვის.


უკან