რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

სააგენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

სააგენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

                     

                      

 

                        დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აზერ ჰუსეინოვს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს რელიგიის სფეროში. ზაზა ვაშაყმაძემ კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანის საელჩოსთან მჭიდრო და მრავალმხრივი ურთიერთობების გამო და გამოთქვა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის სურვილი, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მხარეთა ინფორმირების ხარისხს. ელჩის აზრით, ამგვარი შეხვედრა აუცილებელიც კია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ელჩთან საუბრისას შეეხო ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოკლიპს, რომლის ეპიზოდი ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარშია გადაღებული და განაცხადა, რომ ამგვარი ინციდენტები უარყოფითად მოქმედებენ ჩვენს სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის თქმით, ის თავადაც შეწუხებულია ამ ფაქტით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კი მიიღებს ადეკვატურ ზომებს, რაც გასათვალისწინებელი იქნება სხვა ტელეკომპანიებისთვისაც, რათა სამომავლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ  მეგობრულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგეს.

 

 


უკან