რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

სააგენტოს ოფიციალური ვიზიტი იტალიაში

სააგენტოს ოფიციალური  ვიზიტი  იტალიაში

დასრულდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალური  ვიზიტი  იტალიაში.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიის საკითხთა ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელთან- ჯოვანა მარია იურატოსთან,  რელიგიური თავისუფლების საკითხებში  იტალიის  მინისტრთა საბჭოს  მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარესთან,  პროფესორ ფრანჩესკო მარჯოტა ბროლიოსთან და რელიგიურ  კონფესიებთან   ურთიერთობის საკითხების  უწყებათაშორისი კომისიის  თავმჯდომარესთან, პროფესორ ფრანჩესკო პიცეტისთან. მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას გაუზიარეს რელიგიის სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. მხარეები  შეთანხმდნენ  სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

სააგენტოს თავმჯდომარე  - ზაზა  ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები  მიიღო ვატიკანის ინტერრელიგიური დიალოგის პონტიფიკური საბჭოს  ხელმძღვანელმა, კარდინალმა   ჟან-ლუი  ტორანმა და საკანონმდებლო ტექსტების პონტიფიკური საბჭოს მდივანმა, ეპისკოპოსმა ხუან იგნასიო არიეტამ.

ვიზიტის მიმდინარეობისას დელეგაციის წევრები  შეხვდნენ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის  სამრევლოს.

ვიზიტის დასასრულს წმ. საყდართან საქართველოს საელჩოში  გაიმართა  დელეგაციის  საზეიმო მიღება.


უკან